მე-4 ფსალმუნი – სიხარული სირთულის ჟამს | პოლ ტრიპი

მინდა გითხრათ, რომ სიხარული სირთულეთა ჟამს ფსალმუნების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მეოთხე ფსალმუნიც მათ შორისაა. თუ თქვენი სიხარული გარემოებებსა თუ ადამიანებზე, სამსახურზე, ფინანსებზე ან რაიმე მატერიალურზეა დამოკიდებული, მაშინ, როცა ამ სფეროებში სირთულე ჩნდება, კარგავთ სიხარულს და მასთან ერთად გზის გაგრძელების მოტივაციასაც.


ჩვენ ვაპირებთ მე-4 ფსალმუნის განხილვას, რომელ ფსალმუნსაც ვუწოდებ ასე: „სიხარული სირთულის ჟამს“. მანამ, სანამ ამ ფსალმუნს წავიკითხავდეთ, მინდა გკითხოთ: „გართმევთ თუ არა სიხარულს მოულოდნელი, არასასურველი, დაუგეგმავი, რთული რაღაცები? რამდენად მტკიცეა თქვენი სიხარული?“

იცით, ჩვენ პანდემიის პერიოდი გამოვიარეთ და გვეჩვენებოდა, რომ ის მთელი საუკუნე გრძელდებოდა. მრავალ ჩვენგანს პანდემიამ მოუტანა ფიზიკური ცუდად ყოფნა, სამსახურის დაკარგვა, პრობლემები ეკლესიაში, მარტოობა და ასე შემდეგ. ერთმა ხუცესმა ასეთი რამ მითხრა კიდეც: „ეკლესიაში ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია და ჩანს, რომ მათ დაკარგეს სიხარული“.

მინდა გითხრათ, რომ სიხარული სირთულეთა ჟამს ფსალმუნების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მეოთხე ფსალმუნიც მათ შორისაა. თუ თქვენი სიხარული გარემოებებსა თუ ადამიანებზე, სამსახურზე, ფინანსებზე ან რაიმე მატერიალურზეა დამოკიდებული, მაშინ, როცა ამ სფეროებში სირთულე ჩნდება, კარგავთ სიხარულს და მასთან ერთად გზის გაგრძელების მოტივაციასაც.

ნება მომეცით, წავიკითხო მე-4 ფსალმუნი:

1. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
2. შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს?
3. უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმინდა: უფალი ისმენს, ოდეს ვუხმობ მას.
4. ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ: გულში იზრახეთ თქვენს საწოლებზე, დაიყუჩეთ.
5. შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ.
6. მრავალნი ამბობენ: „ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?“ გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
7. შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას.
8. მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.


ძალიან მნიშვნელოვანია მე-4 ფსალმუნის ისტორიული კონტექსტი. მე-4 და მე-5 ფსალმუნები დავითმა დაწერა მაშინ, როცა თავის ძეს, სამეფო ტახტის ხელში ჩაგდების მოსურნე აბესალომს, გაურბოდა და თავის მოძმეებთან ერთად გამოქვაბულში აფარებდა თავს. წარმოიდგინეთ, რაოდენ მტკივნეული იქნებოდა, თქვენს შვილს რომ ეღალატა თქვენთვის.


ყურადღება მიაქციეთ, როგორ უქადაგებს დავითი საკუთარ თავს ამ ჭეშმარიტებას. ის ამბობს: „ღმერთი აქამდეც მაძლევდა მოსვენებას. უფალმა თავისთვის გამომარჩია და ვიცი, რომ ის მიპასუხებს, როცა მოვუხმობ“. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღმერთი არასოდეს მოგთხოვთ რეალობის უარყოფას. თუ რეალობას უარყოფთ, შეიძლება დროებითი სიმშვიდე მოიპოვოთ კიდეც, თუმცა ეს არ იქნება ბიბლიური რწმენის გამოვლინება. ბიბლიური რწმენა არ გულისხმობს რეალობის უარყოფას, მაგრამ, ამავდროულად, არც თქვენს ცხოვრებაში არსებულ სირთულეზე არ უნდა გაამახვილოთ ყურადღება, თორემ აუცილებლად დაეცემით.

დავითი კვლავ შეახსენებს საკუთარ თავს იმას, თუ სად იპოვება მისი ნამდვილი უსაფრთხოება. ის გარშემორტყმულია ადამიანებით, რომლებიც პანიკაში არიან და ამბობენ: „ვინ გვიჩვენებს გამოსავალს? დავით, როგორ შეიძლება, რომ ეს არეული სიტუაცია ცუდად არ დამთავრდეს?“

მიუხედავად ამისა, დავითის სიხარული არ მცირდება გამოქვაბულში ყოფნის დროსაც კი, რადგან მისი სიხარული ღმერთისგან მოდის და არა ადამიანებისგან. ნება მომეცით, კიდევ გავიმეორო: დავითის სიხარული არ არის დამოკიდებული ამქვეყნიურ რაღაცებზე: გარემოებებზე, ურთიერთობებზე, ფინანსებზე, მატერიალურზე. მისი სიხარული ზემოდან მოდის: მისი სიხარულის წყარო მისივე უფალია და არა მის ცხოვრებაში არსებული სიტუაცია. მისი უსაფრთხოება არა აბესალომის, არამედ უფლის ხელშია.

სწორედ ამიტომ, დავითი ამბობს ამ სიტყვებს, რომლებიც ძალიან მიყვარს:

მშვიდად დავწვები და დავიძინებ,
რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
ანუ:
დასაძინებლად მივდივარ, რადგან მაქვს მიზეზი იმისათვის, რომ მშვიდად ვიყო“.

ეს არის მტკიცე სიხარული. გარემოებათა გამო ვერ იძინებთ? იქნებ თქვენი სიხარული არა ღმერთზე, არამედ ამქვეყნიურ რაღაცებზეა დამოკიდებული?

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში