ის მოვიდა, რათა საკუთარი სხეული გაეცა. ის მოვიდა, რათა საკუთარი სხეული შეეწირა კაცობრიობის სიცოცხლისათვის. ის მოვიდა, რათა ჰქონოდა ხორცი, რომელიც ლურსმნებით მიემსჭვალებოდა ჯვარზე. ის მოვიდა, რათა ჰქონოდა ხორცი, რომელიც მახვილით განიგმირებოდა, რომელიც მათრახით იცემებოდა; შუბლი, რომელშიც ეკლის გვირგვინი ჩაესობოდა.
ის მოვიდა, რათა საკუთარი სხეული გაეცა. ის მოვიდა, რათა საკუთარი სხეული შეეწირა კაცობრიობის სიცოცხლისათვის. ის მოვიდა, რათა ჰქონოდა ხორცი, რომელიც ლურსმნებით მიემსჭვალებოდა ჯვარზე. ის მოვიდა, რათა ჰქონოდა ხორცი, რომელიც მახვილით განიგმირებოდა, რომელიც მათრახით იცემებოდა; შუბლი, რომელშიც ეკლის გვირგვინი ჩაესობოდა.
ლოყები, რათა სილა გაეწნათ; წვერი, რათა მოექაჩათ; თვალები, რათა შეეფურთხებინათ. აი, ამიტომაც მოვიდა იგი. აი, ამიტომ სჭირდებოდა სხეული, რითაც მოკვდებოდა, რითაც დაიტანჯებოდა. ეს იყო ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ღვთის მადლი შეიძლებოდა მოვლენოდა ცოდვილებს.
და ის მოვიდა მადლით აღსავსე და თავისი სისავსიდან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ. და მიზეზი იმისა, რის გამოც განკაცებული სიტყვისაგან მივიღეთ მადლი მადლისა წილ, ისაა, რომ განკაცებული სიტყვა მოვიდა, რათა ჰქონოდა ხორცი და შესძლებოდა ცოდვილთათვის სიკვდილი.
ცოდვილთათვის რომ არ მომკვდარიყო, არ გვექნებოდა მადლი, არამედ მხოლოდ სამსჯავრო. მაშასადამე, ქრისტეს შობა, ძირითადად, იყო მზადება წითელი პარასკევისთვის. ცალკე ნუ გამოვყოფთ ამ დღესასწაულს. ის ნაწილი იყო იმ მიზნისა, რომლის აღსასრულებლადაც იშვა ქრისტე.
ამრიგად, იოანეს სახარებაში აღწერილი ქრისტესშობის მნიშვნელობა ისაა, რომ არსებობს მარადიული ღმერთი, რომელიც ერთ პიროვნებაზე მეტია. და ბიბლიიდან ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი სამპიროვანია: მამა, ძე და სულიწმიდა.
ძემ, რომელიც არის სიტყვა, შეისხა ხორცი, რათა ჰქონოდა სხეული, რომლითაც მოკვდებოდა და რათა კაცობრიობისათვის საკუთარი სხეულის გაღებით კაცობრიობისათვის მიეცა სიცოცხლე, რადგან ახლა უკვე შესაძლებელი იყო ცოდვების მიტევება, სიმართლის მიცემა ადამიანთათვის; ახლა არის ჩანაცვლებითი მსხვერპლი და მის მიმართ რწმენით, ზიარებაში მონაწილეობით, როცა სიმბოლურად ვჭამთ მის სხეულს და ვსვამთ მის სისხლს, ის ხდება ჩვენი განძი, ჩვენი საკვები, ჩვენი სიცოცხლე. მისი სიცოცხლე ახლა ჩვენშია. ჩვენი ცოდვები დაფარულია და გვაქვს მარადიული სიხარული მასთან.
ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა
ქრისტიანული სიმღერების განხილვა
სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში