მეტს რომ ლოცულობდეთ, ნაკლებს იწუწუნებდით, იბუზღუნებდით, ნაკლებად გააკრიტიკებდით. მაშ, რატომ ხართ უფრო მეტად იმით დაკავებულნი, რაც საქმეს არ შველის, ვიდრე იმით, რაც შველის?
პავლე ამბობს: „მუდამ… სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისთვის.“ ლოცულობთ თუ არა სიხარულით? ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ: თქვენ გარშემო მყოფ ადამიანთა ცხოვრებაში არის რაღაცები, რომლების შეცვლასაც ისურვებდით; თავად კი არ გსურთ შეცვლა, არამედ გინდათ, რომ სხვები შეიცვალონ.
განა არ გამხნევებთ იმის ცოდნა, რომ ვიღაც თქვენთვის ლოცულობს? დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. ეს გამხნევებთ. ფაქტობრივად, თქვენი ლოცვები მაძლევს გზის გაგრძელების ძალას.
როცა მეუბნებიან: „მე ვლოცულობ თქვენთვის, ხუცესო რიკ“, მე ამას სერიოზულად აღვიქვამ, რადგან სწორედ ეს მაძლევს ძალას. პავლე მოციქული ფილიპელთა 1-ელი თავის მე-4 მუხლში ამბობს, რომ მუდამ ლოცულობს, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, კიდევ რას ამბობს: „მუდამ… სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისთვის.“
გაიხსენეთ ვინმე, ვინც გაღიზიანებთ. ნუ შეხედავთ მას, უბრალოდ გაიფიქრეთ მასზე. შეიძლება ეს ის ადამიანი იყოს, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, ვინც ნერვებს გიშლით.
ორი კითხვა მინდა დაგისვათ: პირველი, ლოცულობთ თუ არა მათთვის? თუ მხოლოდ წუწუნებთ, დრტვინავთ და ბუზღუნებთ, აკრიტიკებთ?
მეტს რომ ლოცულობდეთ, ნაკლებს იწუწუნებდით, იბუზღუნებდით, ნაკლებად გააკრიტიკებდით.
შეგიძლიათ აირჩიოთ. ბუზღუნი საქმეს შველის? არა. ლოცვა შველის საქმეს? დიახ. მაშ, რატომ ხართ უფრო მეტად იმით დაკავებულნი, რაც საქმეს არ შველის, ვიდრე იმით, რაც შველის?
პავლე ამბობს: „მუდამ… სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისთვის.“ ლოცულობთ თუ არა სიხარულით? ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ: თქვენ გარშემო მყოფ ადამიანთა ცხოვრებაში არის რაღაცები, რომლების შეცვლასაც ისურვებდით; თავად კი არ გსურთ შეცვლა, არამედ გინდათ, რომ სხვები შეიცვალონ.
„აი, ის რომ ასე იქცეოდეს, ის რომ ასე აკეთებდეს“; ყოველთვის სხვების შეცვლა გვსურს. ამას ვერ შეძლებთ. ვერავის შეცვლას ვერ შეძლებთ. ვერავის. მათ მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლა შეუძლიათ და თქვენც მხოლოდ თქვენი თავის შეცვლა შეგიძლიათ.
ამრიგად, სხვა ადამიანების შეცვლის მთელი ეს პროგრამა საერთოდ არ გამოდგება, სამაგიეროდ, შეგიძლიათ ილოცოთ და ღმერთი შეცვლის ადამიანებს.
ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა
ქრისტიანული სიმღერების განხილვა
სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში