ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ინდოეთი: უზენაესი სასამართლო ხელისუფლებისგან ქრისტიანობისთვის დევნილთა სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებას მოითხოვს

by მარიამ გოგიჩაშვილი 19 ნოემბერი, 2020
19 ნოემბერი, 2020 94 ნახვა

ჩატისგარჰის აღმოსავლეთ შტატში უზენაესმა სასამართლომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსთხოვა, რომ უზრუნველეყოთ 12-მდე ქრისტიანის სახლში მშვიდობიანად დაბრუნება. ქრისტიანებს ინდუიზმის უარყოფის გამო სახლები დაუნგრიეს და მათ სოფლიდან გაქცევა მოუწიათ.

ბილასპურის უზენაესმა სასამართლომ თვის დასაწყისში გამოსცა განკარგულება საზოგადოებრივ ინტერესებზე დავასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც 12-მა ქრისტიანმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ისინი უსაფრთხოების პირობას მოითხოვდნენ იმ დევნილი ქრისტიანებისთვის, რომლებსაც სექტემბერში დაესხნენ თავს.

„თავს გაქცევით ვუშველეთ. მუქარამ, რომ დაგვხოცავდნენ, ძალიან შეგვაშინა. სხვა გზა არ გვქონდა. ჩვენი სიცოცხლე ისევ საფრთხეშია. როგორც სოფლის მოსახლეობამ გვითხრა, უკან დაბრუნების შემთხვევაში სიცოცხლეს მოგვისწრაფებენ.“ – ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

უკვე თვე-ნახევარია, რაც ქრისტიანებს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს, საკუთარი სახლების დატოვება და გაქცევა უწევთ.

დაძაბულობა სოფელში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა ქურუმმა, ლაკუმ პოიამმა, დაიწყო მტკიცება, რომ ეს ტომი ქალღმერთს ეკუთვნოდა.

„ჩვენი ღვთაება, რწმენის თვალსაზრისით, მეზობელ სოფლებთან გაერთიანებისკენ მოგვიწოდებს. ყველა შეხვედრაში ვიღებდი მონაწილეობას, სადაც ქრისტიანების ინდუიზმისკენ მოქცევაზე იყო საუბარი. ჩემი სოფლის მოსახლეობას ვაუწყებდი, თუ რისკენ მოგვიწოდა ღვთაებამ. ამ ყოველივეს შემდეგ როგორღა უნდა იფიქროს ვინმემ რელიგიის შეცვლა?!“  – ამბობს პოიამი.

აღსანიშნავია, რომ Open Doors-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-10 ქვეყანაა, სადაც ქრისტიანობისკენ მოქცევა ძალიან რთულია.


ამავე კატეგორიის

ორგანიზაცია Project Northmoor-ი ტოლკინის სახლის ლიტერატურულ ცენტრად გადაქცევას...

22 იანვარი, 2021

თანამდებობის დატოვებამდე ტრამპმა 16 იანვარი რელიგიის თავისუფლების დღედ...

22 იანვარი, 2021

პეტიციის მიხედვით ფრანკლინ გრემის გადადგომას ითხოვენ ტრამპის მხარდაჭერის...

21 იანვარი, 2021

ბაიდენი ციტირებს ბიბლიას ინაუგურაციაზე და ხალხს ერთობისკენ მოუწოდებს

21 იანვარი, 2021

ჯო ბაიდენს პრეზიდენტად Bethel AME-ის ეკლესიის ხუცესი აკურთხებს

20 იანვარი, 2021

დონალდ ტრამპი: „გმადლობთ და მშვიდობით, ღმერთმა დაგლოცოთ!“

20 იანვარი, 2021

კამალა ჰარისი ფიცის დადებისას ორ ბიბლიას გამოიყენებს

20 იანვარი, 2021

18-25 იანვარი ქრისტიანთა ერთობის ლოცვის კვირეულია

18 იანვარი, 2021

Open Doors-ის ანგარიშით, მსოფლიოში 2020 წელს დახოცილ ქრისტიანთა...

15 იანვარი, 2021

ბიბლია – 2020 წლის ყველაზე პოპულარული წიგნი მსოფლიო...

15 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები?

    21 იანვარი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    10 ფაქტი ქრისტეს ჯვრისა და ჯვარცმის შესახებ

    8 დეკემბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2020 | ქრისტიანული არხი. (15+)