ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

„კონფლიქტიდან მოზიარეობამდე“ – კათოლიკეები და ლუთერანები ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებენ

by ნატალია ჩიქოვანი 13 იანვარი, 2021
13 იანვარი, 2021 44 ნახვა

„ქრისტიანული ერთიანობის ხელშემწყობი პაპის საბჭო და ლუთერანული მსოფლიო ფედერაცია ხაზს უსვამენ მათ ვალდებულებას, ერთად იარონ საერთო გზაზე კონფლიქტიდან მოზიარეობამდე.“ – ნათქვამია Vatican News-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2021 წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა ქრისტიანული ერთიანობის ხელშემწყობი პაპის საბჭოსა და ლუთერანული მსოფლიო ფედერაციის ერთობლივი დეკლარაცია გამართლების მოძღვრების შესახებ. ეს იტალიურ ენაზე შესრულებული ახალი თარგმანი გახლავთ.

პირველი დოკუმენტი, რომელსაც ხელი 1999 წელს მოეწერა, კათოლიკეებსა და ლუთერანებს შორის დიალოგის პირველი მცდელობის ნაყოფი გახლდათ. საბოლოოდ, მან მეთოდური ეკლესიებისგან, ანგლიკანებისა და რეფორმატორული ეკლესიების საერთაშორისო საზოგადოებისგან აღიარება მოიპოვა. კათოლიკე ეპისკოპოს ფარელის თქმით, ძველ დოკუმენტში გარკვეული უზუსტობები არსებობდა, რის გამოც ახალი თარგმანის შედგენა გახდა საჭირო. შეიძლება ითქვას, რომ ახალი დეკლარაცია სინამდვილეში ახალი სულაც არ გახლავთ, ის 1999 წლის დაზუსტებული ვერსიაა.

„ჩვენც იგივე დოქტრინა გვაქვს გადარჩენის თაობაზე, ასე რომ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ისეთ საკითხზე, რაც ფუნდამენტური იყო, რასაც საუკუნეების განმავლობაში განხეთქილება, დაშორება და ამდენი კონფლიქტი მოჰყვა.“ – განაცხადა ეპისკოპოსმა ფარელმა.

„ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცხონების საკითხს. ამ საკითხმა XVI საუკუნეში მიგვიყვანა მწვავე პოლემიკამდე, რაც ეკლესიის განხეთქილებით დასრულდა. კამათიდან ასწლეულების შემდეგ, 1999 წელს კათოლიკეებმა და ლუთერანებმა შეძლეს ეღიარებინათ, რომ გადარჩენა არა ჩვენი დამსახურებით მოგვეცა, არამედ უფლის მადლით და ქრისტეს რწმენით. აღსანიშნავია, რომ მარტინ ლუთერის მიერ პაპის ანტიქრისტედ მოხსენიებამ დიდი როლი შეასრულა განხეთქილებაში. ლუთერანთა მსოფლიო ფედერაციასა და ქრისტიანთა ერთობის საკითხებში პაპის საბჭოს შორის დიდი გამოწვევა დგას – ეკუმენური გადასახედიდან განხილულ იქნეს ისტორიული, კანონიკური და საღვთისმეტყველო საკითხები. ამ საკითხების განხილვა გარკვეული ხნის წინ დაევალა ეკუმენური ექსპერტების ჯგუფს, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება კიდევ ერთი საერთო გზავნილი.“ – განუცხადა კარდინალმა კოხმა Vatican News-ს.

კარდინალ კოხის თქმით, 2030 წელს აღნიშნული იქნება აუგსბურგის რწმენის აღიარების ხუთასი წლის იუბილე, რომელიც პროტესტანტთა რწმენის აღიარება გახლავთ. კოხის აზრით, აუგსბურგის რწმენის აღიარება თავისი ღრმა შინაარსით ეკუმენურია, რასაც შეუძლია კათოლიკეებსა და ლუთერანებს შორის ურთიერთობების აღდგენა.


ამავე კატეგორიის

18-25 იანვარი ქრისტიანთა ერთობის ლოცვის კვირეულია

18 იანვარი, 2021

Open Doors-ის ანგარიშით, მსოფლიოში 2020 წელს დახოცილ ქრისტიანთა...

15 იანვარი, 2021

ბიბლია – 2020 წლის ყველაზე პოპულარული წიგნი მსოფლიო...

15 იანვარი, 2021

3 პაკისტანელი ქრისტიანი ღვთის გმობის ბრალდებით დააპატიმრეს

15 იანვარი, 2021

ინდოეთში სარწმუნოების შეცვლის საწინააღმდეგო კანონები ვრცელდება

15 იანვარი, 2021

აშშ: სასამართლო განიხილავს სტუდენტების საქმეს სახარების ქადაგების შეზღუდვასთან...

14 იანვარი, 2021

ჩრდილოეთ კორეა კვლავ პირველ ადგილზეა, ქრისტიანების დევნის კუთხით

14 იანვარი, 2021

მაიკ პენსი ციტირებს ბიბლიას და ამბობს, რომ იგი...

14 იანვარი, 2021

ფრანკლინ გრემი: „ამერიკა სულიერ კრიზისშია“

14 იანვარი, 2021

უგანდა: მუსლიმანი იმამის გაქრისტიანების გამო ხუცესსა და მის...

13 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ქრისტე გვაფრთხილებს…

    14 იანვარი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    პორნოდამოკიდებულება – ტყუილი, რომლისაც გვჯერა

    13 იანვარი, 2021
  • 4

    დანგრევას გადარჩენილი ოჯახის ისტორია

    13 იანვარი, 2021
  • 5

    თანამედროვე ეკლესიის 7 დიდი ცრუმოძღვრება

    13 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2020 | ქრისტიანული არხი. (15+)