ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

მაიკ პენსი ციტირებს ბიბლიას და ამბობს, რომ იგი 25-ე შესწორებას არ გამოიყენებს

by ნინო ხუროშვილი 14 იანვარი, 2021
14 იანვარი, 2021 176 ნახვა

6 იანვარს მომხდარი მოვლენების შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ამ შესწორების თანახმად, კაბინეტის წევრთა უმრავლესობას აქვს პრეზიდენტის გადაყენების უფლება, თუკი მას შეუფერებლად მიიჩნევს გარკვეული მიზეზების გამო.

რეზოლუციის მოთხოვნისთვის ვიცე-პრეზიდენტს 24 საათის განმავლობაში უნდა ეპასუხა. სხვა შემთხვევაში წარმომადგენელთა პალატა გააგრძელებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს. მანამ, სანამ წარმომადგენელთა პალატა ხმას მისცემდა რეზოლუციას, მაიკ პენსმა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი მიმართულ საპასუხო წერილში განაცხადა, რომ ის არ გამოიყენებდა 25-ე შესწორებას.   

ვიცე-პრეზიდენტის წერილში ნათქვამია: „არ მგონია, რომ ამგვარი ქმედება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება. ზეწოლის მიუხედავად, გასულ კვირას მე არ გადავაჭარბე კონსტიტუციის მიერ ჩემთვის მონიჭებულ ძალაუფლებას, რათა განმესაზღვრა არჩევნების შედეგები და არც ახლა ვაპირებ, დავემორჩილო წარმომადგენელთა პალატის ზეწოლას და ვითამაშო პოლიტიკური თამაშები მაშინ, როდესაც ჩვენი ერის ცხოვრებაში ასეთი სერიოზული დრო დგას.

გასული კვირის საზარელი მოვლენების შემდეგ ჩვენი ადმინისტრაციის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ხელისუფლების სათანადოდ გადაცემა. ბიბლიაში დაწერილია: ‘ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს თავისი ჟამი აქვს ამ ცის ქვეშ: ჟამი კურნებისა… და ჟამი შენებისა…’ ახლა სწორედ ეს დროა. გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური გაჭირვების დროს და ასევე 6 იანვრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ დროა, გავერთიანდეთ. ახლა კურნების დროა.

მოგიწოდებთ თქვენ და კონგრესის ყველა წევრს, თავი აარიდოთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც შემდგომ დაყოფას და სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებას გამოიწვევს. იმუშავეთ ჩვენთან ერთად იმისათვის, რომ ტემპერატურა დავწიოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის ინაუგურაციისათვის მზადების პროცესში.“

„ჩვენი ერისათვის კურთხევა იყო ამ პიროვნების ვიცე-პრეზიდენტობა ოთხი წლის განმავლობაში. მადლობას ვუხდი ღმერთს მისთვის, მისი ხასიათისათვის, მისი ერთგულებისა და სიბრძნისათვის. ამ ყველაფერს ხშირად ვერ ნახავთ ჩვენს დროში. გმადლობთ, ვიცე-პრეზიდენტო პენს, იმისათვის, რომ იცავთ იმას, რაც სწორია ჩვენი ქვეყნისთვის. ღმერთმა გაკურთხოთ და დაე, ღმერთმა აკურთხოს ამერიკა!“ – წერს ცნობილი ამერიკელი მახარებელი ფრანკლინ გრემი საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე მაიკ პენსის გადაწყვეტილების შესახებ.

პენსის განცხადების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში – 232 კონგრესმენი. წინააღმდეგ წავიდა რესპუბლიკური პარტიის 197 წარმომადგენელი. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო, სულ მცირე, 218 კანონმდებლის მხარდაჭერა.

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

ახლა იმპიჩმენტის საკითხი აშშ-ის სენატს გადაეცემა, სადაც, წარმომადგენელთა პალატისაგან განსხვავებით, უბრალოდ უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი და თანამდებობიდან ტრამპის გადაყენებას მხარი სენატორთა, სულ მცირე, 2/3-მა უნდა დაუჭიროს. შესაბამისად, დემოკრატ სენატორებს რესპუბლიკელი კოლეგების ნაწილის მხარდაჭერაც დასჭირდებათ.

კენჭისყრამდე სენატში გაიმართება სასამართლო პროცესი. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი 20 იანვრამდე, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ვერ დასრულდება, თუმცა მას შემდეგაც კი, რაც ტრამპი თანამდებობას დატოვებს, სენატს შეეძლება, იმპიჩმენტის პროცესი გამოიყენოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს აშშ-ის კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების დამტკიცებისას დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა. კანონმდებლები შენობიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს. დედაქალაქში არეულობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დაწესდა. მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, დაზიანდა სამი მოქალაქე. დააკავეს, სულ მცირე, 52 ადამიანი.


ამავე კატეგორიის

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

27 იანვარი, 2021

ფრანკლინ გრემი ილონ მასკს პასუხობს

27 იანვარი, 2021

მიანმარში მცხოვრებმა დევნილმა ქრისტიანებმა ახალი სოფელი შექმნეს

26 იანვარი, 2021

ორგანიზაცია Project Northmoor-ი ტოლკინის სახლის ლიტერატურულ ცენტრად გადაქცევას...

22 იანვარი, 2021

თანამდებობის დატოვებამდე ტრამპმა 16 იანვარი რელიგიის თავისუფლების დღედ...

22 იანვარი, 2021

პეტიციის მიხედვით ფრანკლინ გრემის გადადგომას ითხოვენ ტრამპის მხარდაჭერის...

21 იანვარი, 2021

ბაიდენი ციტირებს ბიბლიას ინაუგურაციაზე და ხალხს ერთობისკენ მოუწოდებს

21 იანვარი, 2021

ჯო ბაიდენს პრეზიდენტად Bethel AME-ის ეკლესიის ხუცესი აკურთხებს

20 იანვარი, 2021

დონალდ ტრამპი: „გმადლობთ და მშვიდობით, ღმერთმა დაგლოცოთ!“

20 იანვარი, 2021

კამალა ჰარისი ფიცის დადებისას ორ ბიბლიას გამოიყენებს

20 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ ცდუნების წინაშე დგომისას

    21 იანვარი, 2021
  • 3

    უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები?

    21 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    10 ფაქტი ქრისტეს ჯვრისა და ჯვარცმის შესახებ

    8 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2020 | ქრისტიანული არხი. (15+)