ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by ნატალია ჩიქოვანი 10 დეკემბერი, 2020
10 დეკემბერი, 2020 33 ნახვა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა ევროკავშირის მუშაობის მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

„კრიზისული სიტუაციები განსაკუთრებული გამოცდაა ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემისთვის. კოვიდ-19-ის მიმდინარე პანდემია და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების დაცვაზე, აძლიერებს არსებულ უთანასწორობას და ზრდის ზეწოლას საფრთხის შემცველ სიტუაციებში მყოფ პირებზე.

ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს ქართველ პარტნიორებთან გამოვლენილი, საფრთხის შემცველი სიტუაციების მოსაგვარებლად და შემდგომი რისკების შესამსუბუქებლად. ჩვენი ვალდებულება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით უცვლელად მტკიცეა. ამ კვირაში ჩვენ ვაანონსებთ ხუთ ახალ პროექტს, მათ შორის ჩვენი პროგრამის – ‘ევროკავშირი ადამიანის უფლებებისთვის’ (EU4 Human Rights) ფარგლებში…

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა მიიღო ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ახალი სამოქმედო გეგმა 2020-2024 წლებისთვის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ამბიციის დონეს და ყველა მესამე ქვეყანასთან ურთიერთობაში ჩვენს პრიორიტეტებს აწესებს.

ამ სამოქმედო გეგმით ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მზაობას, ხელი შეუწყოს საყოველთაო ღირებულებების წინ წამოწევას. ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა კვლავაც იქნება ევროკავშირის შიდა და გარე პოლიტიკის ყველა ასპექტის საფუძველში.

ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, გვერდში ედგას საქართველოს ამ პროცესში.“ – ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.


ამავე კატეგორიის

რელიგიის სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისათვის 2021 წლის ბიუჯეტი გაანაწილა

21 იანვარი, 2021

ქრისტიანული კონფესიების უარი საშობაო საშვებზე და მთავრობისთვის მრევლის...

23 დეკემბერი, 2020

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

23 დეკემბერი, 2020

რელიგიის სააგენტომ და ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა ერთობლივი საქველმოქმედო...

21 დეკემბერი, 2020

მოხალისეთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში წლის საუკეთესო მოხალისეს...

4 დეკემბერი, 2020

3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი, 2020

რელიგიური გაერთიანებები შეზღუდვებზე: „რელიგიური განსხვავების მიუხედავად, თანასწორნი ვართ...

3 დეკემბერი, 2020

კათოლიკური ეკლესიის პირველი ოფიციალური მედიაპორტალი “საბამედია” ერთი წლის...

2 დეკემბერი, 2020

“ხსნის არმია”: ადვენტი, უპირველესად, სულიერი მზადებაა

2 დეკემბერი, 2020

“ნატვრის ხე” – “ხსნის არმიის” საშობაო პროექტი სოციალურად...

2 დეკემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები?

    21 იანვარი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    10 ფაქტი ქრისტეს ჯვრისა და ჯვარცმის შესახებ

    8 დეკემბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2020 | ქრისტიანული არხი. (15+)