ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

ქრისტიანული კონფესიების უარი საშობაო საშვებზე და მთავრობისთვის მრევლის სიების გადაცემაზე

by ნატალია ჩიქოვანი 23 დეკემბერი, 2020
23 დეკემბერი, 2020 392 ნახვა

ქრისტიანული კონფესიები 25 დეკემბერს, საშობაო ღამისთევის მსახურებაზე დასასწრებად სახელმწიფოს მიერ საშვების შეთავაზებაზე უარს აცხადებენ. ხელისუფლების თქმით, ერთჯერადი საშვების მისაღებად სახელმწიფოსთვის ეკლესიებს სპეციალური სიები უნდა წარედგინათ.

კათოლიკურ და პროტესტანტულ ტაძრებში ღვთისმსახურება ძირითადად ღამისთევით, მრევლის გარეშე შედგება. საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში შობის დღესასწაულს კომენდანტის საათის დადგომამდე იდღესასწაულებენ, ხოლო ზოგიერთი ეკლესია შობას კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ აღნიშნავს.

„საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებსაც მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა, ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა, ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდგენიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო…? განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება.“ – წერს „ფეისბუკგვერდზე“ ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო.

შეგახსენებთ, რომ საშობაოდ, 6 იანვრის ღამეს მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“, რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი შემთხვევები თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით დააწესოს და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი. 

22 დეკემბერს გამართულ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ გამონაკლისი მხოლოდ მართლმადიდებელი მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

„მასობრივად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და, შესაბამისად, ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღეები. ამიტომ, ნუ შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს. ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეების ყველა უფლებას ვიცავთ. მათ თავისუფალი აღმსარებლობის უფლება აქვთ და კათოლიკურ შობაზე იქნება თუ გრიგორიანულ შობაზე, მათ ექნებათ საშუალება, მივიდნენ თავიანთ ეკლესიაში შეზღუდვების გარეშე.“ – განაცხადა მან.

ვიცე-პრემიერის განცხადებას ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

„უკიდურესად საგანგაშოდ და შემაშფოთებლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი დამოკიდებულება რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ. ხელისუფლება სულ უფრო ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის. 

მიმდინარე წელს, პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რომელიც არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს, ავლენს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ. 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: დაიცვას რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები; შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა; საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად; გააუქმოს ამ მანკიერი პრაქტიკის განმახორციელებელი უწყება – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.“  – ნათქვამია TDI-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ერთი რამ ფაქტია, წელს „სხვა“ (არამართლმადიდებელ) ქრისტიანებს განსხვავებული შობა ექნებათ…


ამავე კატეგორიის

სოლა ფორუმი 2024: რელიგია და თანამედროვეობა

12 ნოემბერი, 2024

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია “რწმენის ძალა” 2023

3 დეკემბერი, 2023

საშობაო პოეზიის მარათონი

14 ნოემბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

31 ოქტომბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

23 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

8 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები