ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კითხვა - პასუხი

რა არის ქრისტიანული აპოლოგეტიკა?

by დაჩი პაპაშვილი 6 ნოემბერი, 2020
6 ნოემბერი, 2020 793 ნახვა

ბერძნული სიტყვა „ἀπολογία“  „დაცვას“ ნიშნავს. ქრისტიანული აპოლოგეტიკა არის ქრისტიანული რწმენის დაცვის მეცნიერება. უამრავი სკეპტიკოსი, რომელთაც ეჭვი ეპარებათ ღმერთის არსებობაში, ცდილობს, გაილაშქროს ბიბლიური ღმერთის რწმენის წინააღმდეგ. არსებობს უამრავი კრიტიკოსი, რომელნიც ილაშქრებენ ბიბლიის ღვთივშთაგონებულობის და შინაარსის წინააღმდეგ. არის უამრავი ცრუ მასწავლებელი, რომელიც ხელს უწყობს ცრუ მოძღვრების გავრცელებას და უარყოფს ქრისტიანული რწმენის მთავარ ჭეშმარიტებათ. ქრისტიანული აპოლოგეტიკის მიზანია, გაილაშქროს ამ მოძრაობების წინააღმდეგ და ხელი შეუწყოს ქრისტიანული ჭეშმარიტების გავრცელებას.

ქრისტიანული აპოლოგეტიკის საკვანძო მუხლი არის 1 პეტრეს 3:15:

წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.
1 პეტრეს 3:15

არ არსებობს თავის გასამართლებელი მიზეზი იმისა, რომ ქრისტიანს საერთოდ არ შეეძლოს თავისი რწმენის დაცვა. ყველა ქრისტიანს უნდა შეეძლოს ქრისტესადმი თავისი რწმენის დასაბუთებული ახსნა. ეს სულაც არ საჭიროებს იმას, რომ ყველა მათგანი ექსპერტი იყოს აპოლოგეტიკაში. თუმცა, ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რა სწამს, რატომ სწამს, როგორ გაუზიაროს ეს სხვებს და როგორ დაიცვას თავისი რწმენა სიცრუისა და შემოტევებისაგან.

თუ ჩვენ გავიმარჯვებთ დებატებში, მაგრამ ჩვენი პიროვნება ქრისტეს უფრო მეტად დაშორდება ჩვენივე დამოკიდებულების გამო, ამით აპოლოგეტიკას მთავარ დანიშნულებას დავუკარგავთ. ქრისტიანული აპოლოგეტიკის მეორე ნაწილი, რაც ხშირად იგნორირებულია, არის ისევ 1 პეტრეს 3:15: „თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას…“ აპოლოგეტიკით ქრისტიანული რწმენის დაცვას არასდროს არ უნდა ახლდეს უხეშობა, ბრაზი ან შეურაცხყოფა. როდესაც ჩვენ ვიყენებთ ქრისტიანულ აპოლოგეტიკას, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ვიყოთ საკმარისად ძლიერნი, რათა დავიცვათ ჩვენი რწმენა და ვიყოთ ქრისტეს მსგავსნი ამის გაკეთებისას.

არსებობს ქრისტიანული აპოლოგეტიკის ორი ძირითადი მეთოდი. პირველი ცნობილია, როგორც კლასიკური აპოლოგეტიკა და მოიცავს ქრისტიანული უწყების ჭეშმარიტების დამამტკიცებელი საბუთების და მტკიცებულებების გაზიარებას. მეორე, რომელსაც, როგორც წესი, “უსაფუძვლო მტკიცებების” აპოლოგეტიკას უწოდებენ, გულისხმობს ქრისტიანობის საწინააღმდეგო პოზიციების უკან მდგომი უსაფუძვლო მტკიცებების (განუსჯელად მიღებული იდეების, ვარაუდების) კრიტიკას. ამ ორი ქრისტიანული მეთოდის მომხრეებს ხშირად აქვთ ერთმანეთში დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მეთოდია უფრო ეფექტური. როგორც ჩანს, ორივე მეთოდის გამოყენება ეფექტურია და დამოკიდებულია პიროვნებასა და სიტუაციაზე.

ქრისტიანული აპოლოგეტიკა უბრალოდ წარმოადგენს ქრისტიანული რწმენის და ჭეშმარიტების დასაბუთებულ დაცვას მათგან, ვინც მას არ ეთანხმება. ქრისტიანული აპოლოგეტიკა ქრისტიანული ცხოვრების აუცილებელი ასპექტია. ყველა ჩვენგანს მიეცა დავალება, რომ ვიყოთ მზად და აღჭურვილნი სახარების გასავრცელებლად და ჩვენი რწმენის დასაცავად (მათე 28:18-29; 1 პეტრე 3:15).

ეს არის ქრისტიანული აპოლოგეტიკის არსი.

წყარო: http://www.gotquestions.org


ამავე კატეგორიის

რა არის იდეალიზმი?

20 ოქტომბერი, 2022

რა არის კენოზისი?

26 იანვარი, 2022

რა არის ქრისტოლოგია?

2 მარტი, 2021

რა არის სოტერიოლოგია?

8 თებერვალი, 2021

რა არის ევთანაზია?

15 იანვარი, 2021

არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?

13 იანვარი, 2021

რა არის „იაშარის წიგნი“ და რატომ არ გვხვდება...

16 დეკემბერი, 2020

რა არის ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია?

2 დეკემბერი, 2020

რას ნიშნავს „სინოპტიკური სახარებები“?

30 ნოემბერი, 2020

რას ნიშნავს ფსევდოეპიგრაფიკა?

10 ნოემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები