ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ათეისტმა დეტექტივმა იესო ქრისტეს რეალურობის გამოძიება გადაწყვიტა

by ნატალია ჩიქოვანი 14 იანვარი, 2021
14 იანვარი, 2021 164 ნახვა

ჯიმ უორნერ უოლასი მესამე თაობის წარმომადგენელია თავის ოჯახში, ვინც იურიდიულ სფეროში მოღვაწეობს. ის დეტექტივი 30 წლის ასაკში გახდა. ჯიმს არ სწამდა ღმერთის. იგი ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც რაიმეს დასაჯერებლად მტკიცებულებების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

„უარვყოფდი ყოველივე ზებუნებრივს, არ მჯეროდა ზებუნებრივი ღმერთისა და სასწაულების არსებობის,” – ამბობდა იგი, – „მჯეროდა, რომ ყველაფერი, რაც სამყაროში ხდებოდა, ბუნებრივი, ფიზიკური პროცესებით აიხსნებოდა.“

35 წლის იყო, როდესაც სახარება გამოჩნდა მის ცხოვრებაში, იმდენად დააინტერესა იესოს ისტორიამ, რომ ბიბლია შეიძინა. „მინდოდა გამეგო, რისი თქმა უნდოდა იესოს.“ – იხსენებს ის. ჯიმი მას შემდეგ დაინტერესდა ღმერთის არსებობით, რაც აღმოაჩინა, რომ სახარება, შესაძლოა, „თვითმხილველთა ჩანაწერები“ ყოფილიყო. მისთვის კი, როგორც იურისტისთვის ეს უკვე დოკუმენტაციას წარმოადგენდა, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლებოდა.

ჯიმმა გადაწყვიტა, სრულყოფილი გამოძიება ჩაეტარებინა იესოს შესახებ ისე, როგორც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევებში და მოეპოვებინა მტკიცებულებანი.

„როდესაც ქრისტიანები ისწავლიან, როგორ მიუდგნენ თავიანთ რწმენას მტკიცებულებათა საშუალებით და გამოიყენებენ ისეთივე მეთოდებს, როგორებსაც დეტექტივები იყენებენ წარსულში მომხდარი შემთხვევის მოკვლევის დროს, ამის  შემდეგ მოვლენები თავისთავად წარიმართება. ჩემი ღრმა რწმენით, იმ დროში, რომელშიც რაციონალურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მხოლოდ მტკიცებულებებით გამყარებული რწმენა გადარჩება.“ – ამბობს ჯიმი.

იგი აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სახის მტკიცებულება: პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი მტკიცებულება არის თვითმხილველის ჩვენება. არაპირდაპირი კი – ყველაფერი დანარჩენი. ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობდნენ იესოს, საკუთარი თვალით ხედავდნენ იესოს სასწაულებს და ისმენდნენ მის სწავლებას, ამ საქმეში თვითმხილველები არიან. იესო არ მოელოდა, რომ მისი მიმდევრები მის სიტყვებს მტკიცებულების გარეშე დაიჯერებდნენ, ამიტომ საუბართან ერთად ახდენდა სასწაულებს, რომლებიც ერთგვარი არაპირდაპირი მტკიცებულებებია.

ჯიმი ამბობს, რომ მრავალ ადამიანს არ ესმის, რატომ უნდა დაეყრდნოს მტკიცებულებებს. ჩვენ ისეთ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ უნდა შეგვეძლოს ჩვენი რწმენის დაცვა. ეს ის თაობაა, რომელსაც სასწაულების არ სჯერა.

„ფაქტსა და მოსაზრებას შორის, ყოველთვის ფაქტს ენიჭება უპირატესობა, თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულია იმ ადამიანის როლი, ვინც პირველი მიდის შემთხვევის ადგილზე.“ – ამბობს ჯიმი.

ქრისტიანებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა: „რატომაა ჩვენი რწმენა ჭეშმარიტი და როგორ ვიკვლიოთ შემთხვევა?“ ჯიმი აბობს: „ჯობს, ჩვენს ახალგაზრდებს დავეხმაროთ საჭირო უნარების გამომუშავებაში, დავიწყოთ მათი წვრთნა, რადგან სწავლა ღირებულია, თუმცა, წვრთნა გამოწვევებისათვის გვამზადებს.“

დეტექტივი გვიზიარებს 5 წესს, რომელიც დაგვეხმარება, გამოვიკვლიოთ სადავო საკითხები ქრისტიანობის შესახებ:

  • მთლიანად წაიკითხეთ და შეისწავლეთ ბიბლია, როგორც ექსპერტმა.
  • ბიბლიის კითხვისას იფიქრეთ ღმერთის არსებობის შესახებ მტკიცებულებებზე და დაფიქრდით, რას გამოიყენებდით მტკიცებულებად, დეტექტივი რომ ყოფილიყავით.
  • ზედმიწევნით გააანალიზეთ ბიბლია და აწარმოეთ ჩანაწერები.
  • შეაჯამეთ და ჩამოაყალიბეთ ბიბლიური მტკიცებულებანი.
  • ეცადეთ, წიგნის ფურცლების მიღმა წამოიდგინოთ იესო, როგორც ისტორიული პიროვნება.

ჯიმმა 2017 წელს გამოსცა  წიგნი, სახელწოდებით  „რწმენის ექსპერტიზა”.

„ამ თაობას მძაფრად შეეხო სხვადასხვა სოციალური საკითხი, თუნდაც ისეთი, როგორიცაა ლგბტ მოძრაობა. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დროა, ჩვენი რწმენა რაციონალურ მტკიცებულებათა მეშვეობით გავამყაროთ.“ – წერს იგი.


ამავე კატეგორიის

რა იქნება, თუ…

27 იანვარი, 2021

ერთადერთი რამ, რასაც შევცვლიდი ჩემს ქორწინებაში…

27 იანვარი, 2021

ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები…

26 იანვარი, 2021

სად ვიპოვოთ პატიების ძალა?

26 იანვარი, 2021

რა არის ცხებულება?

26 იანვარი, 2021

ნუგეშისცემა ცხოვრებისეული დანაკარგის ჟამს

26 იანვარი, 2021

თანამედროვე ქრისტიანობა – თაყვანისმცემლები და მომხრეები

26 იანვარი, 2021

„მოქმედი ლოცვა – ეკლესიის განსაკუთრებული საჭიროება“

26 იანვარი, 2021

უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები?

21 იანვარი, 2021

როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?

21 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ ცდუნების წინაშე დგომისას

    21 იანვარი, 2021
  • 3

    უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები?

    21 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    10 ფაქტი ქრისტეს ჯვრისა და ჯვარცმის შესახებ

    8 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2020 | ქრისტიანული არხი. (15+)