ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ზეცაში ყველა თანასწორი იქნება?

by ნინო ხუროშვილი 23 დეკემბერი, 2020
23 დეკემბერი, 2020 1855 ნახვა

ზეცაში ყველა თანასწორია? რას გვასწავლის ამის შესახებ ბიბლია? ყველა ადამიანი თანაბრად ფასეულია, მაგრამ ისინი განსხვავდებიან ნიჭითა და საქმის აღსრულებით. ღმერთი მრავალფეროვნების შემოქმედია, მრავალფეროვნება კი „ნიჭთა“ უთანასწორობას გულისხმობს.

სხეულიც ერთი ასოსაგან კი არ შედგება, არამედ ბევრისაგან. ფეხმა რომ თქვას: „მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნი,“ განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? ანდა ყურმა რომ თქვას: „მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნი,“ განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? მთელი სხეული თვალი რომ იყოს, სადღა იქნება სმენა? ყველაფერი სმენა რომ იყოს, სადღა იქნება ყნოსვა? და, აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ინება. და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნებოდა სხეული? აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი.

1 კორინთელთა 12:14-20

ბიბლიაში, ღმერთი გვპირდება, რომ ადამიანებს სხვადასხვაგვარად დააჯილდოებს მათ მიერ ცხოვრებაში გამოჩენილი ერთგულების მიხედვით. სწორედ ამის გამო, არ უნდა მოველოდეთ, რომ ზეცაში ყველას თანასწორი მდგომარეობა და ჯილდო ექნება.

მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.

მათეს 16:27

და ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ხეს, ნამჯას, თივას – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს. ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან.

1 კორინთელთა 3:12-15

არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ ვფიქრობდეთ, თითქოს ყველანი თანაბარი სიმაღლის ან სიძლიერისანი ვიქნებით; ანდა ერთი და იგივე ნიჭი, შესაძლებლობანი და ინტელექტუალური უნარები გვექნება. ყველას რომ ერთნაირი ნიჭი და შესაძლებლობანი გვქონდეს, ისინი სულაც არ იქნებოდა განსაკუთრებული. თქვენ თუ რაღაცის ჩემზე უკეთ გაკეთება შეგიძლიათ, ხოლო მე თქვენზე უკეთ ძალმიძს რაღაც, მაშ, გვქონია ერთმანეთისათვის შესათავაზებელი.  

ჩვენ ვცხოვრობთ კულტურაში, სადაც ადამიანები თაყვანს სცემენ თანასწორობას, მაგრამ დიდად ვცდებით, როდესაც თანასწორობა ერთნაირობამდე დაგვყავს. ალოგიკურია ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ზეცაში ყველას თანაბარი უნარ-შესაძლებლობები ექნება. სრულყოფილ დედამიწაზე ადამი ევაზე უფრო დიდი და ძლიერი იყო, მაგრამ ევას ჰქონდა ის მშვენიერება, მგრძნობიარობა და შესაძლებლობანი, რომლებიც ადამს არ გააჩნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მრავალფეროვნებაა სრულყოფილი სამყაროსათვის დამახასიათებელი.

წმინდა წერილი მკაფიოდ გვეუბნება, რომ ყველას განსხვავებული ჯილდო და მდგომარეობა გვექნება ზეცაში იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ერთგულად ვემსახურებოდით ღმერთს ამქვეყნად ყოფნისას.

რადგან ვინც ერთ ჭიქა წყალს შეგასმევთ ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება მას თავისი საზღაური..

მარკოზის სახარება 9:41

ნეტარნი ხართ, როდესაც სძულხართ ადამიანებს, როდესაც გაძევებენ და გლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს დევნიან, როგორც ბოროტებას, კაცის ძის გამო. გაიხარეთ იმ დღეს და ილხინეთ, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.

ლუკას სახარება 6:22-23

ზეცაში ყველა ბედნიერი იქნება. მაშ, რაში გამოიხატება ეს განსხვავებანი?  

ჯონათან ედვარდსმა თქვა: „წმინდანნი სხვადასხვა ზომის ჭურჭლებს ჰგვანან, რომლებიც ბედნიერების ზღვაში დაცურავენ. იქ ყველა ჭურჭელი სავსეა; სავსეა საუკუნო სიცოცხლით, მაგრამ ღმერთის უზენაესი სურვილი და მისი გადასაწყვეტია ჭურჭლის სიდიდე“.  

ჩვენი განსხვავებული პიროვნულობა, სხვადასხვა ჯილდო, მდგომარეობა და სახელი, რომლებიც ზეცაში გვექნება ჩვენს ინდივიდუალობაზე მიუთითებს.

ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს მივცემ შენახული მანანისაგან და მივცემ მას თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა.’

გამოცხადება 2:17

ჩვენ უნიკალურ ინსტრუმენტთა მსგავსნი ვართ, რომელთაგან ორკესტრში ყველა უკრავს ერთი, მაგრამ მრავალფეროვანი მშვენიერი ჟღერადობის წარმოსაქმნელად. თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებულად შეგვიძლია, განვადიდოთ ღმერთი. ჩვენ საკუთარი განსხვავებული, უნიკალური წვლილი შეგვაქვს ქება-დიდების ორკესტრის ჟღერადობაში. 

ავტორი: რენდი ალკორნი


ამავე კატეგორიის

რა იქნება, თუ…

27 იანვარი, 2021

ერთადერთი რამ, რასაც შევცვლიდი ჩემს ქორწინებაში…

27 იანვარი, 2021

ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები…

26 იანვარი, 2021

სად ვიპოვოთ პატიების ძალა?

26 იანვარი, 2021

რა არის ცხებულება?

26 იანვარი, 2021

ნუგეშისცემა ცხოვრებისეული დანაკარგის ჟამს

26 იანვარი, 2021

თანამედროვე ქრისტიანობა – თაყვანისმცემლები და მომხრეები

26 იანვარი, 2021

„მოქმედი ლოცვა – ეკლესიის განსაკუთრებული საჭიროება“

26 იანვარი, 2021

უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები?

21 იანვარი, 2021

როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?

21 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ ცდუნების წინაშე დგომისას

    21 იანვარი, 2021
  • 3

    უნდა აიცრან თუ არა ქრისტიანები?

    21 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    10 ფაქტი ქრისტეს ჯვრისა და ჯვარცმის შესახებ

    8 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2020 | ქრისტიანული არხი. (15+)