ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული არხი
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

იესო მათთვისაც მოვიდა, ვისაც შობის არ სჯეროდა

by ნატალია ჩიქოვანი 25 დეკემბერი, 2020
25 დეკემბერი, 2020 859 ნახვა

მე, რა თქმა უნდა, მიყვარს შობა. მიყვარს ოჯახთან ერთად დროის გატარება და საჩუქრების გახსნის პროცესი. მომწონს ჩემს ოჯახთან ერთად საშობაო გადაცემების და “შოუების” ყურება. ბედნიერი ვარ, როდესაც შობას თოვს. მიყვარს მორთული სახლები და საშობაო სიმღერების მოსმენა (მაგალითად, „იცოდი, მარიამ…“).

მიუხედავად ყველაფრისა, შობას თავისი „ნაღვლიანი მხარეც“ აქვს ჩემთვის… ის ერთ-ერთი მეგობრის ოჯახსაც მახსენებს, სადაც კიბოს გამო მამა აღარ არის სახლში… მახსენებს ჩემს ზოგიერთ გულითად მეგობარს, რომლებიც მრავალი წელია მოთმინებით ელიან ცხოვრების თანამგზავრს… მახსენებს ჩემს დას, რომელსაც რამდენიმე წელია შაკიკი სტანჯავს და ასევე მახსენებს საკუთარ „ბრძოლებსა“ და შფოთვას…

მას შემდეგ, რაც ნაძვისხესა და საჩუქრების შესაფუთ ქაღალდებს ავიღებთ და საზეიმო მუსიკაც მიჩუმდება, ვხვდებით, რომ პრობლემები არსად წასულა. ვფიქრობ, ჩვენ იმიტომ ვართ ასე ჩართულნი შობის დღესასწაულში, რომ იგი დროებით მაინც გვავიწყებს ჩვენს პრობლემებს. რამდენიმე მოკლე დღე და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც უწინ. ჩვენ ძალიან გვიყვარს „თეთრი შობა“, რადგან თოვლი ფარავს ტალახსა და ჭუჭყს…

„საშობაო დანაღვლიანების“ მიმართ ჩემი მიდრეკილების მიზეზი იესოსადმი მადლიერებაა. იესო არ არის „საშობაო განწყობა“, იესო წმინდა მეომარია, ხსნის გზაა… ამ დილით მათეს სახარების მე-8-მე-9 თავებს ვკითხულობდი, სადაც წერია იესოს მიერ კეთროვნის, ასისთავის მსახურის და პეტრეს სიდედრის განკურნების შესახებ. აქვეა აღწერილი, როგორ აწყნარებს ქარიშხალს ზღვაზე, დევნის ეშმაკებს ორი შეპყრობილი ადამიანისგან, კურნავს დამბლადაცემულს, აღადგენს გოგონას, რომელზეც ეუბნებიან, რომ მოკვდა, თვალს უხელს ორ ბრმას და მეტყველებას უბრუნებს მუნჯს…

იქ , სადაც იესო მიდის, თან მიაქვს ღმერთის მეფობა და სადაც უფალი მეფობს, მის წინააღმდეგ ამბოხებული სამყაროს ძალები განიდევნებიან უფლის მიერ და ერთმევათ ძალა, რომ არავის აღარ მიაყენონ ზიანი და ვინაიდან ქრისტიანები ქრისტესთან ერთნი არიან, ისინი იზიარებენ ქრისტეს გამარჯვებას ბოროტზე.

ამრიგად, ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. იქ, სადაც იესო მიდის, თან მიაქვს ღმერთის მეფობა! შობა ნიშნავს იმას, რომ ღმერთის სამეფო მოდის მწუხარებით, ნგრევით და ცოდვით შერყვნილ წუთისოფელში.

შობა ნიშნავს იმ ყრმის დაბადებას, რომელიც გაიზრდება, შეებრძოლება ბოროტებას და დაამარცხებს სატანას, გაიმარჯვებს სიკვდილზე და გააუქმებს მწუხარებას და ასევე იზრუნებს, რომ ეს „შობა“ არა მარტო ზამთარში, არამედ ყოველთვის გაგრძელდეს.

ყურადღებით მოუსმინეთ, მხოლოდ ერთი წამით, საშობაო მელოდიებსა და სატელევიზიო რეკლამებს მიღმა არ გესმით ჩუმი ტკაცუნის ხმა? ეს სატანის ხმაა, რომელსაც ჩვენს ფერხთა ქვეშ მუსრავს ჩვენი მხსნელი… ჩვენ კი ახლა განვიცდით… ვებრძვით კიბოს და შაკიკს, მწუხარებას, სიღარიბეს, ავადმყოფობასა და მარტოობას. ახლა ჩვენ ვებრძვით ცოდვას, ეშმაკს და საკუთარ ხორცს… მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება…

საბოლოოდ, შობა ყველას აძლევს იმედს, მათაც, ვისაც არ სჯერა მისი. ყველაფერი ასე არ დარჩება, რადგან ბიბლია ამბობს:

იმისათვის მოვიდა ძე ღვთისა, რათა დაენგრია ეშმაკის საქმენი.

1 იოანე 3:8

ეს ძვირფასი სიტყვებია. შობა სულიერი ომის საზეიმო დასაწყისია! იესომ თავად თქვა, რომ სატანის დრო დადგა, რადგან იგი მოვიდა მისი საქმეების დასანგრევად, იგი მოვიდა ადამიანთათვის ცრემლების შესაშრობად და მათ ჭრილობათა განსაკურნებლად…

მოიშორე გულგატეხილობა, განდევნე შიში და დათრგუნე მარტოსულობის განცდა…
შენც თუ დანაღვლიანებული ხარ, გამხნევდი და გაბედულება მოიკრიბე, რადგან იესო მათთვისაც მოვიდა, ვისაც შობის არ სჯეროდა…

ავტორი: სტეფან ალტროგე


ამავე კატეგორიის

ტანჯვა ცვლის – თქვენ აღარასდროს იქნებით იგივე

18 იანვარი, 2021

როგორ შეიძლება სასიკეთოდ გვეწიოს ყველაფრის დაკარგვა?

18 იანვარი, 2021

„მოწმის ეფექტი“ ქრისტიანობაში, ანუ რა შეუძლია გულგრილობას

18 იანვარი, 2021

ქრისტე გვაფრთხილებს…

14 იანვარი, 2021

ათეისტმა დეტექტივმა იესო ქრისტეს რეალურობის გამოძიება გადაწყვიტა

14 იანვარი, 2021

თანამედროვე ეკლესიის 7 დიდი ცრუმოძღვრება

13 იანვარი, 2021

პორნოდამოკიდებულება – ტყუილი, რომლისაც გვჯერა

13 იანვარი, 2021

რატომ ფიქრობენ ქრისტიანები თვითმკვლელობაზე?

11 იანვარი, 2021

გსურთ გეპატიოთ? მაშ, თქვენც მიუტევეთ

11 იანვარი, 2021

„შექმნა არ ნიშნავს შობას“ – კლაივ ლუისი

6 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ქრისტე გვაფრთხილებს…

    14 იანვარი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    პორნოდამოკიდებულება – ტყუილი, რომლისაც გვჯერა

    13 იანვარი, 2021
  • 4

    დანგრევას გადარჩენილი ოჯახის ისტორია

    13 იანვარი, 2021
  • 5

    თანამედროვე ეკლესიის 7 დიდი ცრუმოძღვრება

    13 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2020 | ქრისტიანული არხი. (15+)