“ვარსკვლავები არ განაგებენ ჩვენს ბედს”

by თამუნა ბაღდავაძე
137 ნახვა

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ციურ სხეულებს გავლენა აქვთ ჩვენს მომავალზე. ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ რადგან ღმერთმა შექმნა ვარსკვლავები, ჩვენ უნდა ვეძებდეთ მათ მმართველობას ჩვენს ცხოვრებაში.

დიახ, ღმერთმა შექმნა ვარსკვლავები ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი სამყაროში, რომ ისინი მოწმობდნენ მისი ძალასა და დიდებას და არა იმისათვის, რომ გვიხელმძღვანელონ ჩვენ ან მომავალი გვიწინასწარმეტყველონ.

ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ არ ვუყუროთ ვარსკვლავებს მმართველობის ძიებისთვის. ძველ დროში ადამიანები ხშირად ცდილობდნენ გაეგოთ მომავალი. ამისათვის ისინი არა მხოლოდ ასტროლოგიას იშველიებდნენ, არამედ მიმართავდნენ მკითხაობას, კერპთაყვანისმცემლობას, მკვდრებთან საუბარსა და სხვა მეთოდებს. მაგრამ ბიბლიაში, მეორე რჯულის 18:9-13-ში ღმერთმა უბრძანა თავის ხალხს არ მიეღოთ მონაწილეობა ამგვარ საქმეებში.

მომავალში “შეღწევის” ასეთი მცდელობები არა მხოლოდ არასაიმედოა და შევყავართ ცდომილებაში, არამედ ადამიანს ოკულტური ძალების კონტროლის ქვეშაც აქცევეს – ძალების, რომლებიც ღმერთს ეწინააღმდეგებიან. (1 მეფეთა, თავი 28).

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მომავლის შესახებ ქმნილებისგან ვგებულობდეთ, ჩვნ უნდა მივმართავდეთ შემოქმედს. ჩვენ მთელი ჩვენი იმედი ქრისტეზე უნდა დავდოთ და მივენდოთ მას.

ღმერთს ვუყვარვართ, რადგან გაიღო თავისი მხოლოდშობილი ძე ჩვენი გადარჩენისთვის და მაშინაც კი, როდესაც მომავალი გაურკვეველია, შეგვიძლია მას მივენდოთ, რათა მან გვატაროს.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის