„იესო ქრისტე ბრუნდება დედამიწაზე“

by მათე თხელიძე
1733 ნახვა

არც ის უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისთვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.

მე-2 პეტრე 3:8-9

ბევრი ადამიანი სვამს კითხვას: „საით მიექანება ისტორია?“ ის, ვინც წმინდა წერილს გულმოდგინედ შეისწავლის, დაინახავს, რომ ღმერთის ხელთაა ბედის საათი. მსოფლიოში არსებულ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში ღმერთის ყოვლისშემძლე ხელი მოქმედებს, ახორციელებს თავის უცვლელ გეგმასა და მიზანს. იესო ქრისტე კვლავ ბრუნდება დედამიწაზე.

ქრისტეა ის, ვინც აკონტროლებს ყოველივეს და ის განსაზღვრავს კიდეც საბოლოო შედეგს. ჯორჯ უიათფილდმა, დიდმა ინგლისელმა მახარებელმა, თქვა: „მე ყოველდღე ველოდები ღვთის ძის მოსვლას“, მაგრამ ის უქმად არ იჯდა ამ მოლოდინისას. მან სიცოცხლე მიუძღვნა ქრისტეს სახარების ქადაგებას.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის