“მონობის საუკეთესო ფორმა”

by დაჩი პაპაშვილი
45 ნახვა

რადგან უფალში მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია. ასევე, მოწოდებული თავისუფალი ქრისტეს მონაა.

1 კორინთელთა 7:22

იგი აკავშირებს ჩვენს თავისუფლებას ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან („უფლის თავისუფალი“) და იგი აკავშირებს ჩვენს ახალ მონობას ქრისტესთან („ქრისტეს მონა“). მაგრამ სინამდვილეში ქრისტე თავისი ხალხის ტყვეობიდან და იმ ბატონებისაგან გასათავისუფლებლად მოვიდა, ვინც აკონტროლებს ხალხის ცხოვრებას.

რატომ ამბობს იგი ამგვარად? ამას ორი შედეგი აქვს ჩვენს ახალ თავისუფლებაზეც და ჩვენს ახალ მონობაზეც.

გვიწოდებს რა „უფლის თავისუფალს“, იგი იცავს და ზღუდავს ჩვენს ახალ თავისუფლებას:

– მისი ბატონობა აღემატება ყველა სხვა ბატონს; ასე რომ, ჩვენი თავისუფლება გარანტირებულია, დაცულია.
– მაგრამ, “თავისუფალი ყველა სხვა უფლისაგან”, ჩვენ არ ვართ თავისუფალნი მისგან. ჩვენი თავისუფლება სასიამოვნოდ შეზღუდულია.

გვიწოდებს რა „ქრისტეს მონებს“, იგი ამსუბუქებს და ატკბობს ჩვენს მონობას:

– ქრისტე თავის ხალხზე აცხადებს, რომ გამოიყვანს მათ მონობიდან და შეიყვანს მშვიდობის სამეფოში. 

რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამ დაუსრულებლად, დავითის ტახტზე და მის სამეფოზე.

ესაია 9:7

– და ის ხდის მათ თავის საკუთრებად, რათა მისცეს მათ უტკბესი სიხარული. “ნოყიერი ხორბლით გამოვკვებავდი და კლდის თაფლით გავაძღებდი.“ (ფსალმუნი 80:16).

და ეს კლდე არის ქრისტე.

ჯონ ფაიფერი


ამავე კატეგორიის