„ნუ გრცხვენია და გეშინია, განაგრძე სვლა ქრისტესთან ერთად!”

by ნატალია ჩიქოვანი
204 ნახვა

არ აქვს მნიშვნელობა, რა გააკეთეთ წარსულში, ღმერთს შეუძლია, შეცვალოს თქვენი მომავალი! მართალია, არ შეგვიძლია იმის შეცვლა, რაც უკვე იყო, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ის, რაც იქნება. ნუ გრცხვენია და ნუ გეშინია, განაგრძე სვლა ქრისტესთან ერთად, მიენდე მას ბოლომდე… მას უყვარხარ და ყოველთვის მზადაა, გაპატიოს. ეს არაა დამსახურება, ეს საჩუქარია მისი სისხლით ნაყიდი.

გახსოვდეს, რომ ცოდვა არ აღემატება პატიებას. დატოვეთ თქვენი ტვირთი, დანაშაული და სირცხვილი ჯვრის ძირას. შეუერთდი ეკლესიას, რათა იყო ეკლესიის ნაწილი, ეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენს ურთიერთობებში ღმერთთან. შეიძლება უხერხულობას გიქმნიდეს ან რთული იყოს შენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს სხეულია და თითოეული ორგანო მნიშვნელოვანია. მაშინ, როცა რომელიმე მათგანი ავადაა, მთელი სხეული ჩართულია მისი აღდგენისთვის ბრძოლაში, ასევეა სულიერ სამყაროშიც…

ნუ გრცხვენია და ნუ გეშინია – განაგრძე სვლა ქრისტესთან ერთად! ღმერთი ყოველთვის მზადაა, გაპატიოს, როცა მთელი გულით ინანიებ.

ბილი გრემი

ამავე კატეგორიის