„ღმერთი იზიარებს შენს ტკივილს”

by ნატალია ჩიქოვანი
355 ნახვა

ღმერთი არ არის რაღაც შორეული და მიუწვდომელი ძალა. არც უგულო გახლავთ იგი. ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი გრძნობს ჩვენს ტკივილს. ის არა მხოლოდ ზრუნავს შენზე, როცა გტკივა, არამედ ის გრძნობს კიდეც შენს ტკივილს. ის იზიარებს მას.

უპირველესად, შენი ზეციერი მამა იზიარებს შენს ტკივილს

ღმერთს ესმის შენი ტკივილის და იზიარებს მას, რადგან მისი შექმნილი ხარ. მან მოგცა სიხარულისა და ტკივილის განცდის უნარი. ბიბლია ამბობს:

მან შექმნა გული თითოეულისა და სწვდება ყველა მათ საქმეს.

ფსალმუნი 32:15

მისთვის ნაცნობია ემოციები, რადგან ის ემოციური ღმერთია და ის ფაქტი, რომ შენც გაქვს ემოციები, მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ ღვთის ხატად ხარ შექმნილი. ღმერთს რომ ემოციები არ ჰქონდეს, არც შენ გექნებოდა ისინი.

მეორე, იესოს ესმის შენი ტკივილის

იესოს ესმის შენი ტკივილის, რადგან მანაც განიცადა ის. ისიც იტანჯა. მას უღალატეს, ის მიატოვეს. ეს შენს ცხოვრებაშიც ხდება. ის დედამიწაზე მოვიდა და ადამიანური ცხოვრებით იცხოვრა. მან ყველაფერი გამოცადა და განიცადა, რასაც ჩვენ განვიცდით ადამიანურ სხეულში. ბიბლია იესოზე ამბობს:

ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

ებრაელთა 4:15

მესამე, სულიწმიდა ლოცულობს შენთვის, როცა ტკივილს გრძნობ

ბიბლია ამბობს:

ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.

რომაელთა 8:26

ბიბლია ამბობს, რომ, როცა ტკივილს განიცდი, სულიწმიდა ლოცულობს შენთვის გამოუთქმელი ოხვრით. მას ესმის შენი ტკივილის. მან იცის, რასაც გრძნობ და ამ გრძნობებს ლოცვებად აქცევს.

მარტოს არ მოგიწევს ტკივილის ატანა. ღმერთს ესმის შენი ტკივილის, რადგან მან შექმნა შენი ემოციები, იესომ იცის შენი ტკივილის შესახებ, რადგან თავად გამოცადა იგი. სულიწმიდა კი ლოცულობს შენთვის.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის