„ღმერთი სულიწმიდის მეშვეობით გველაპარაკება”

by მათე თხელიძე
86 ნახვა

ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.

იოანე 14:26

ღმერთი სულიწმიდის მეშვეობით გველაპარაკება. ის გვაწვდის აზრებს. ის გვთავაზობს გარკვეულ იდეებს. ის დებს ჩვენს გონებაში სხვადასხვა ცნებასა თუ შთაბეჭდილებას; როცა ეშმაკი გელაპარაკება, ეს ცდუნებაა, მაგრამ, როცა ღმერთი გელაპარაკება გონებაში, ამას შთაგონებას ვუწოდებთ.

იესომ თქვა: „სულიწმიდა… გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.“ (იოანე 14:26)

სულიწმიდა არის ჩვენი მასწავლებელი და მრჩეველი. ის პირად მწვრთნელს ჰგავს! მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ათიათასობით დოლარს უხდიან მათ, ვინც რჩევებს იძლევა ცხოვრებისეულ საკითხებში (life coaching).

მეც მყავდა და მყავს ასეთი მწვრთნელი ცხოვრებისეულ საკითხებში, ბოლო 30 წლის განმავლობაში სედლბეკის ეკლესიაში (Saddleback Church). მას სულიწმიდა ჰქვია. მე გამუდმებით ვეკითხები ღმერთს: „შემდეგ რა იქნება, ღმერთო? სულოწმიდავ, რა გსურს, რომ გავაკეთო?“

ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იესო: „მოგაგონებთ“. სულიწმიდა პირდაპირ ჩვენს გონებას ელაპარაკება. ის ჩვენი ყურისათვის გასაგონი ხმით როდი ლაპარაკობს. მე არასოდეს გამიგონია, ღმერთი ჩემი ყურისათვის გასაგონად ლაპარაკობდეს. რაში სჭირდება ეს მას? მას არ სჭირდება ჩემს ფიზიკურ ყურებს გააგონოს ხმა, ის პირდაპირ ჩემს გონებას ელაპარაკება.

სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.

რომაელთა 8:16

სულიწმიდა თუ დებს ჩვენ გონებაში ღმერთის ჭეშმარიტებას, მაშ, არსებობს რაღაც, რაც უნდა მოვიშოროთ, გარეთ გავიტანოთ ჩვენი გონებიდან. აი, რატომ უნდა ჩავუღრმავდეთ წმინდა წერილს, რადგან, როცა კითხულობ, შეისწავლი და ივსებ გონებას ღვთის სიტყვით, ამით ღვთის ჭეშმარიტებას ინახავ საკუთარ გონებაში, შემდეგ კი სულიწმიდა გაგახსენებს მას სათანადო დროს.

ხანდახან შეიძლება წაიკითხო წმინდა წერილი და თქვა: „ვერაფერი გავიგე და მივიღე მისგან დღეს.“ არც არის აუცილებელი, რომ ყოველთვის მიიღო და გაიგო რაღაც წმინდა წერილის კითხვისას. კითხვისას შენ იმარაგებ ღვთის ჭეშმარიტებას. შენი გონება სავსეა ნანახით – სარეკლამო დაფებით, სხვადასხვა რეკლამებით, უხამსი ხუმრობებით, ფილმებით. ეს ყველაფერი შენს გონებაშია და უნდა ჩაანაცვლო ღვთის ჭეშმარიტებით. აი, მაშინ კი სულიწმიდა მოგაგონებთ ღვთის ჭეშმარიტებას და გიჩვენებთ გზას.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის