„აღდგომის რადიკალური ცვლილებები”

by დაჩი პაპაშვილი
259 ნახვა

და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ.

1-ლი კორინთელთა 15:19

პავლე თავისი გამუდმებული საფრთხის, ყოველდღიურად სიკვდილის მოლოდინის და მუდმივი ბრძოლის შედეგად ასკვნის, რომ ცხოვრება, რომელიც მან აირჩია, იქნებოდა უგუნურება და საცოდაობა, თუ იგი მკვდრეთით არ აღდგება.

პავლე მოციქული ირჩევს ტანჯვას, რადგანაც ის ირჩევს მორჩილებას. როდესაც ანანია მიდის მასთან უფლის სიტყვებით: „მე ვაჩვენებ მას, როგორ უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გამო” (მოციქულთა საქმეები 9:16), პავლე ამას იღებს თავისი მოწოდების შემადგენელ ნაწილად.

როგორ შეეძლო პავლეს ამის გაკეთება? საიდან მომდინარეობდა მისი უკიდურესი მორჩილება? პასუხი მოცემულია 1 კორინთელთა 15:20-ში:

მაგრამ აწ აღდგა მკვდრეთით ქრისტე, განსვენებულთა პირმშო.

1-ლი კორინთელთა 15:20

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტე აღდგა და მასთან ერთად მეც აღვდგები. ამიტომაც, ქრისტეს სახელის გულისათვის მიღებული არც ერთი ტანჯვა არაა ფუჭი (1 კორინთელთა 15:58).

აღდგომის იმედი რადიკალურად ცვლის პავლეს ცხოვრების სტილს. ამან გაათავისუფლა იგი მატერიალიზმისაგან. ამან მისცა მას ძალა, რომ ეცხოვრა ისეთი რაღაცების გარეშე, რის გარეშე ცხოვრებაც ბევრისთვის წარმოუდგენელია.

აი ესაა ის, რასაც უფალი იესო გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ აღდგომის იმედი შეცვლის ჩვენს ქცევას. მაგალითად, იგი ამბობს, რომ მივიღოთ სახლში ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ, ამ ცხოვრებაში მოგვაგონ სანაცვლო. რა გვაძლევს მოტივს ამის გასაკეთებლად?

და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას.

ლუკა 14:14

ეს არის ჩვენთვის რადიკალური მოწოდება, რომ მკაცრად ვუყურებდეთ ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებას; რომ დავინახოთ, არის თუ არა იგი აღდგომის იმედის შესაბამისი. რა უდევს საფუძვლად ჩვენს გადაწყვეტილებებს? ამქვეყნიური თუ მომავალი ცხოვრების სარგებელი? მივდივართ კი ისეთ რისკზე, რომელიც შეიძლება მხოლოდ აღდგომის იმედით აიხსნებოდეს?

უფალი შეგვეწიოს, რომ მის აღდგომას ჰქონდეს თავისი რადიკალური შედეგები ჩვენი ცხოვრების წესზე.

ჯონ ფაიფერი


ამავე კატეგორიის