„ცხოვრება, რომელიც ღირს”

by ნინო ხუროშვილი
411 ნახვა

…რათა გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით…

იოანე 20:31

აქვს ცხოვრებას მნიშვნელობა? უამრავი ადამიანისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, მაგრამ მე ყველასთვის კარგი ამბავი მაქვს. ღმერთს არ შეუქმნიხარ იმისათვის, რომ იმედგაცრუებული, გაღიზიანებული, დამარცხებული და მოხეტიალე სული იყო, რომელიც ამაოდ ეძებს გონებისა და გულის სიმშვიდეს. ღმერთს დიდი გეგმები აქვს შენთვის. მას უკეთესი ცხოვრება აქვს შენთვის გამზადებული.

შენი პრობლემის პასუხი, რაც არ უნდა დიდი იყოს ეს პრობლემა, ბიბლიაშია საძიებელი. ბიბლიაში, რომელიც ისე ადვილად გასაგებია, როგორც პირველი კლასის არითმეტიკა და ისეთი ნამდვილი, როგორ საკუთარი გულისცემა. ღვთის სიტყვის ძალაუფლებიდან გამომდინარე გეუბნები, რომ ქრისტეა პასუხი ყველა იმ სიძნელისა და დაბრკოლებისა, რომლებიც ასე ურევს თავგზას კაცობრიობას. მასში პოვებ მზრუნველობას, დაიამებ ჭრილობებს, მასში აღივსება ყველა შენი საჭიროება.

ბილი გრემი


ამავე კატეგორიის