„ფუჭად ნუ გაფლანგავთ თქვენს ტკივილს“

by ნატალია ჩიქოვანი
224 ნახვა

ჩვენ მიერ ადამიანებზე მოხდენილი ყველაზე ძლიერი ზემოქმედება ხშირად ყველაზე ძლიერი ტკივილის შედეგია.

მე შემიძლია, მოვითმინო და ავიტანო ნებისმიერი ტკივილი, თუ მასში მიზანს ვხედავ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თავის ტკივილს ფუჭად ფლანგავს ისე, რომ საკუთარი პრობლემებიდან არანაირ სარგებელს არ იღებს, არ სწავლობს საკუთარი დანაკარგის მაგალითზე და არ ძალუძს, წინ გადადგას ნაბიჯი განსაცდელის დროს, რათა საკუთარი ტკივილის მეშვეობით ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინოს.

განსაცდელისა და ტკივილის მეშვეობით უფრო მეტად შეიძლება დავემსგავსოთ ქრისტეს, რომელმაც „ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება.“ (ებრაელთა 5:8).

გამოიყენეთ საკუთარი ტკივილი ღმერთთან და ასევე, სხვა ადამიანებთან დასაახლოებლად.

ღმერთმა საკუთარი ძე არ დაინდო, ტკივილისგან არ დაიცვა თავისი მხოლოდშობილი, საიდან გამოიტანეთ დასკვნა იმის შესახებ, რომ მან ყოველთვის უნდა დაგიცვათ ტკივილისგან?

ნებისმიერ სფეროში, თუნდაც ბიზნესში, ფინანსებში, თუნდაც სპორტში, სიყვარულში, ურთიერთობებში, ყველა გამარჯვებულის საიდუმლო არის სიმტკიცე, მოხერხებულობა და ძალა იმისა, რომ ისევ დაიბრუნოს ფორმა წარუმატებლობისა და შეცდომების შემდეგ. გამარჯვებული და წარუმატებელი ადამიანები ერთი და იმავე პრობლემების წინაშე დგებიან, მაგრამ პირველთ ფეხზე წამოდგომა და წინსვლა შეუძლიათ, მაშინ, როდესაც მეორენი ისევ დაცემულნი არიან. სიმტკიცის საიდუმლო კი მიზნისა და პერსპექტივის კვლავ დანახვაა.

ჩვენი ტკივილი  სხვა ადამიანთათვის შეიძლება დიდი კურთხევის მიღების საშუალებად იქცეს.

ნუ გაფლანგავთ ტკივილს ფუჭად, ნება მიეცით ღმერთს, განკურნოს იგი და გამოიყენოს სხვა ადამიანების სასიკეთოდ. გამოიყენეთ თქვენი ტკივილი, როგორც ძვირფასი გამოცდილება, როგორც მადლის გზავნილი ხალხის წინაშე დასამოწმებლად, მაგრამ იმისათვის, რომ თქვენი დამოწმება ნამდვილად გულში ჩამწვდომი იყოს, თქვენ უნდა იყოთ გულახდილნი და გულწრფელნი ღმერთის, საკუთარი თავისა და სხვა ადამიანთა წინაშე. თქვენ უნდა ისწავლოთ, იყოთ გულახდილნი და არა საკუთარ თავში ჩაკეტილნი.

ყველაზე ღრმა ურთიერთობები ახასიათებთ მათ, რომელთაც დიდი ტკივილი გადაიტანეს.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის