„10 მიზეზი, რის გამოც მადლიერი ვარ ბიბლიის”

by ნინო ხუროშვილი
346 ნახვა

არსებობს ათი მიზეზი, რის გამოც მადლიერი ვარ ბიბლიის, რომელიც ღმერთის სუნთქვაა:

1. ბიბლია აღძრავს რწმენას – მორჩილების წყაროს.

ამრიგად, რწმენა მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.

რომაელთა 10:17

2. ბიბლია გვათავისუფლებს ცოდვისაგან.

შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.

იოანე 8:32

3. ბიბლია გვათავისუფლებს სატანისგან.

ღვთის მონას კი არ მართებს ჩხუბი, არამედ მშვიდი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარე. სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად. რათა გათავისუფლდნენ ეშმაკის მახისაგან, რომელმაც თავის ნებაზე დაატყვევა ისინი.

II ტიმოთე 2:24-26

4. ბიბლია გვწმენდს.

განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.

იოანე 17:17

5. ბიბლია გვათავისუფლებს გახრწნილებისაგან და გვანიჭებს ღვთისმოსაობას.

ისე, როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი დ ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას.

II პეტრე 1:3-4

6. ბიბლია ემსახურება სიყვარულს.

ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმინდა გულით, წრფელი სინდისითა და უპირფერო რწმენით.

I ტიმოთე 1:5

ამაზე ვლოცულობ, რომ სულ უფრო იზრდებოდეთ შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში.

ფილიპელთა 1:9

7. ბიბლია გვიხსნის.

და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად.

II თესალონიკელთა 2:10

გაუფრთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას. დამკვირდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.

I ტიმოთე 4:16

ამიტომაც გიმოწმებთ დღეს, რომ ბრალი არ მიდევს არავის სისხლში. რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი, გამეცხადებინა ღვთის მთელი ნება.

საქმე მოციქულთა 20:26-27

8. ბიბლია სიხარულს გვანიჭებს.

ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს.

იოანე 15:11

9. ბიბლია უფალს გვაცნობს.

კვლავ ცხადდებოდა უფალი შილოში მას შემდეგ, რაც მოევლინა უფალი სამუელს შილოში უფლის სიტყვის მეშვეობით.

I მეფეთა 3:21

10. ამრიგად, ბიბლია ჩემი ოჯახური ბედნიერების, ჩემი ცხოვრების, ჩემი სამწყსოს და მარადიული იმედის საფუძველია.

ჯონ ფაიფერი


ამავე კატეგორიის