ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

5 ქრისტიანული ფილმი, რომელიც 2020 წელს გამოვა კინოეკრანებზე

by ნინო ხუროშვილი 17 ივნისი, 2020
17 ივნისი, 2020 491 ნახვა

ბოლო წლებში ქრისტიანული ფილმების პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა. წელს კინოეკრანებზე გამოვა ხუთი ახალი ქრისტიანული ფილმი, რომელთა მოკლე აღწერასაც ქვემოთ გთავაზობთ.

„Selfie Dad“

ფილმში Selfie Dad მთავარ როლს ასრულებს კომედიური ჟანრის მსახიობი მაიკლ ჯეიარი. ფილმში ასევე მონაწილეობს ქრისტიანული კომედიური ჟანრის მსახიობი ქონდა პირსი, ასევე ჯეიმს დენტონი, ჯეიმი გრეისი და კარენ აბერკრომბი („ომის ოთახი“).

ფილმი მოგვითხრობს შუახნის ასაკის კრიზისში მყოფი ბენ მარკუსის შესახებ, რომელიც ფიქრობს, რომ ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, პროფესიონალი კომიკოსი თუ გახდება. მაგრამ ოცნების ასრულების შემდეგ ის ხვდება, რომ წარმატებამ კმაყოფილება არ მოუტანა. თავისი ახალგაზრდა მეგობრის მეშვეობით ბენი იგებს, რა არის ბედნიერი ოჯახის საიდუმლო.

ფილმი კინოთეატრების ნაცვლად ხელმისაწვდომი იქნება VoD-ზე (Video on Demand ‒ ვიდეო მედიადისტრიბუციის სისტემა) 19 ივნისიდან.  

„A Week Away“ 

„ნეტფლიქსის“ მიერ ქრისტიანულ თემატიკაზე გადაღებული პირველი მიუზიკლის „A Week Away“ იდეა ეკუთვნის ქრისტიან შემსრულებელსა და მსახიობს ალან პაუელს, რომელიც ასევე გახლავთ სცენარის ავტორი კალი ბეილისთან ერთად.

ფილმი მოგვითხრობს მოზარდის, უილ ჰოკინსის (კევინ ქვინი) შესახებ, რომელსაც კანონთან პრობლემები აქვს და დგას არჩევანის წინაშე: წავიდეს არასრულწლოვან სამართალდამრღვევთათვის განკუთვნილ დაკავების ცენტრში თუ ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში.

ფილმში „A Week Away“ მოისმენთ ცნობილ თანამედროვე ქრისტიანულ მუსიკას. ადამ უოტს პაუელმა და კორი კლარკმა სამი ორიგინალური სიმღერა შექმნეს ამ ფილმისათვის.  

ფილმის ჩვენება „ნეტფლიქსზე“ დაგეგმილია 2020 წელს.

„24 Counter“ 

„24 Counter: The Story BEHIND The Run“ გახლავთ შთამაგონებელი დოკუმენტური ფილმი ყოფილი ფეხბურთელის, ტი სი სტოლინგსის („ომის ოთახი“) შესახებ, რომელიც შემდეგ ქრისტიანი მსახიობი გახდა.

ფილმი მოგვითხრობს სტოლინგსის ისტორიას, თუ როგორ იზრდებოდა ის საშიშ და ღარიბულ უბანში და რა გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე ამ ყველაფერმა.

ფილმის ნახვა შესაძლებელი იქნება VoD-ზე (Video on Demand ‒ ვიდეო მედიადისტრიბუციის სისტემა) 30 ივნისიდან.  

„24 Counter“ წარდგენილია „ყველაზე შთამაგონებელი დოკუმენტური ფილმის“ ნომინაციაში საერთაშორისო ქრისტიანული ფილმების ფესტივალზე.

„Home Sweet Home“ 

ქრისტიანული რომანტიკული კომედიის „Home Sweet Home“  ნახვა უკვე შესაძლებელია PureFlix-ზე. 

ფილმში მონაწილეობენ მსახიობი და მომღერალი ნატაშა ბიუერი და მსახიობი ბენ ელიოტი.

ფილმი მოგვითხრობს ყავის მაღაზიის მფლობელ ვიქტორიას შესახებ, რომელსაც მობეზრებული აქვს თავისი ცხოვრების წესი და სურს, შეივსოს სიცარიელე, თუმცა არ იცის, როგორ. შემდეგ ის ხვდება სიმპათიურ ჯეისონს და იხიბლება მისით. ჯეისონი ქრისტიანია და ფლობს სამშენებლო ბიზნესს, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად ყიდის საცხოვრებელ ბინებს. ვიქტორიას სურს, თავი მოაწონოს მას, მაგრამ არაფერი გამოსდის. სწორედ მაშინ იწყება დიდი გამოწვევა.

„Don’t Say My Name“ 

ფილმი „Don’t Say My Name“ ეფუძნება ნამდვილ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ გადაურჩა გამტაცებლებს ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ფილმის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ყოველ 60 წამში ერთხელ ორ ბავშვს იტაცებენ სექსტრეფიკინგისათვის, ხოლო ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ათ ადამიანს იტაცებენ და იმონებენ. UNICEF-ის ცნობებით, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ბავშვი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ფილმის ვებგვერდზე ასევე ვკითხულობთ: „მიჩნეულია, რომ მსხვერპლთა 90% ვერასოდეს აღწევს თავს გამტაცებლებს, მათი 10% კი, ვინც შინ დაბრუნებას ახერხებს, მიდრეკილია დეპრესიისა და თვითმკვლელობისკენ.“

ფილმი გამოვა 2020 წლის შემოდგომაზე.


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 2

    რა განსხვავებაა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის?

    8 ნოემბერი, 2020
  • 3

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები მოთმინების შესახებ

    18 ნოემბერი, 2020
  • 5

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები