გასულ კვირას ქრისტიანული მუსიკის შემსრულებლები შეიკრიბნენ, რათა აღენიშნათ ყოველწლიური დაჯილდოება GMA Dove Awards. დაჯილდოების ცერემონია პარასკევ საღამოს გავიდა ამერიკულ ტელეარხ TBN-ზე. დაჯილდოებაზე ცნობილი შემსრულებლები – ლორენ დეიგლი, ნატალი გრანტი, ასევე, მუსიკალური ჯგუფები – CAIN, We The Kingdom და სხვანი, გამორჩეულად წარდგნენ.
ავსტრალიური დუეტის, For King & Country-ს წარმომადგენლები, ძმები იოელ და ლუკ სმალბონები, ზედიზედ მეორედ გახდნენ წლის საუკეთესო შემსრულებელთა ჯილდოს მფლობელები.
სცენაზე ყოფნისას ლუკმა ისაუბრა ყელის ოპერაციის შესახებაც, რომელიც, მიუხედავად სირთულისა, ძალისა და ნუგეშის მიმცემი აღმოჩნდა მისთვის.
„მუსიკის ძალა აცოცხლებს უბრალო ნოტებს; ის ცვლის ადამიანების მარადიულ მიზნებს… ნუ დაივიწყებთ ამას და დაანახვეთ იგი სხვებსაც, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“ – აღნიშნა მან.
წლის ახალი შემსრულებლის ჯილდო მოიპოვა ატლანტაში დაფუძნებულმა მგალობელთა ჯგუფმა Maverick City Music.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იესოს ამაღლება და მისი განდიდება იყო. ამგვარად, ვლოცულობთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ წინაშე გამოვალთ, ქრისტე განდიდდეს… ჩვენ გვინდა, ავამაღლოთ იესო.“ – თქვა ჯგუფის წევრმა, ნაომი რეინმა.
შეგახსენებთ, რომ GMA Dove Award ამერიკული დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც ყოველ წელს აშშ-ის ქალაქ ნეშვილში იმართება.