ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“, რომელიც დაფუძნებულია ინგლისელი მწერლისა და მქადაგებლის – ჯონ ბუნიანის – წიგნზე, 2022 წლის 7 ოქტომბერს გამოვა.
ფილმი გადაღებულია ჯონ ბუნიანის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. წიგნის მსგავსად, ფილმი მოგვითხრობს ერთი კაცის შესახებ, რომელმაც ჯოჯოხეთი იხილა; იქიდან დაბრუნებულმა კი იპოვა გამოსყიდვა. ბუნიანის ვერსიისგან განსხვავებით, ფილმი ბედნიერად სრულდება, თუმცა ჯოჯოხეთის რეალურობა ხელშესახებად არის აღწერილი.
ფილმი ტიმოთი ჩეის მიერაა გადაღებული. მას რწმენაზე დაფუძნებული რამდენიმე ფილმი აქვს გადაღებული. ერთ-ერთ ინტერვიუში ის აცხადებს:
„30 წლამდე ათეისტი ვიყავი, თუმცა მას შემდეგ, რაც იესოს შევხვდი, ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ამის შემდეგ დავიწყე რწმენაზე დაფუძნებული ფილმების გადაღება.“