აშშ-ის კინოთეატრებში, Fathom Event-ის ფარგლებში, 19 ნოემბერს დოკუმენტური ფილმის – „დინების საწინააღმდეგოდ: ღმერთის პოვნა მეცნიერების ეპოქაში“ – პრემიერა გაიმართება.
ამერიკელი მსახიობი კევინ სორბო, რომელიც ცნობილია თავისი როლებით, ფილმებიდან: „ჰერკულესი“ და „ღმერთი არ არის მკვდარი“, აპირებს დაამტკიცოს, რომ მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ამ საქმეში სორბოს შეუერთდება მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ოქსფორდის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ჯონ ლენოქსი. ისინი ერთად შეეცდებიან, ახალ დოკუმენტურ ფილმში გამოააშკარაონ თეოლოგიური და მეცნიერული მტკიცებულებანი ღმერთის შესახებ.
სორბო და ლენოქსი იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ფილმი საფუძვლიან პასუხებს გასცემს უამრავ კითხვას და დაეხმარება ქრისტიანებს საკუთარი რწმენის დაცვაში. ასევე დაანახვებს მათ მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებულ დიდ კავშირს.
ფილმიდან „ღმერთი არ არის მკვდარი“, მსახიობი იხსენებს ათეისტისა და სტუდენტის საუბრის მონაკვეთს: „როგორ შეიძლება იყო გაბრაზებული რაიმეზე, რისიც საერთოდ არ გწამს?!“ – ყოველთვის მიყვარდა ეს სიტყვები, რადგან მათი ჭეშმარიტება აშკარაა.
„უდიდესი რამ, რაც ქრისტიანებს უკან გვწევს, არის თავდაჯერებულობის ნაკლებობა მაშინ, როდესაც ადამიანები ღმერთსა და მეცნიერებაზე გვისვამენ კითხვებს. აპოლოგეტიკა ამასთან გასამკლავებლად საუკეთესო გზაა, სწორედ ამას აკეთებს ჯონიც. მას აქვს ნიჭი, უპასუხოს ყოველი ათეისტის არგუმენტს სიყვარულით, სიკეთითა და ლოგიკით. ეს მეთოდები კი გასაოცრად ეფექტურია.“ – აცხადებს სორბო.