ბიბლიის მუზეუმის, for KING & COUNTRY-სა და ქრისტიანული სერიალის „The Chosen“-ის საერთო ნამუშევარი, ვირტუალური ღონისძიება „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“ , აერთიანებს სერიალ „The Chosen“-ის რამდენიმე ახალ საშობაო ვიდეორგოლსა და for KING & COUNTRY-ს მიერ შესრულებულ საშობაო სიმღერას „A Drummer Boy Christmas“.
„წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“ ძალიან კარგი საშუალებაა ოჯახებისთვის, თუ სურთ, რომ შობის დღესასწაული ერთად გაატარონ სახლში, კომფორტულად მოკალათებულებმა. ჩემი დიდი სურვილია ამ ვირტუალური ღონისძიების ტრადიციად დამკვიდრება.“ – აცხადებს ბიბლიის მუზეუმის დირექტორი.
ფილმში მოქმედება, ძირითადად, პატარა დრამერი ბიჭის ირგვლივ ვითარდება. ის მიდის ბიბლიის მუზეუმში, სადაც უძველეს ნივთებს აღმოაჩენს. ამ მოგზაურობის დროს კი მას უამრავი საოცარი სანახაობა ელის. რამდენიმე წუთში მუზეუმი, რომელიც ძალიან ჩუმი და უსიცოცხლოა, იწყებს გაცოცხლებას და ამოქმედებას. მუზეუმში ცოცხლდება ბიბლიური ისტორიები.
„შობა ჩვენთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ბედნიერნი ვართ, რომ ასე შეგვიძლია ქრისტეს შობის აღნიშვნა და იმედი გვაქვს, თქვენც ონლაინ შემოგვიერთდებით.“ – წერენ ძმები სმალბონები საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე“.
შოუპროგრამის შეძენა ნებისმიერ მსურველს 20 დოლარად შეუძლია სპეციალურად შექმნილ ონლაინპლატფორმაზე www.asilentnight.com, რომელზეც მომხმარებელი 24-საათიან წვდომას მიიღებს ღონისძიების სანახავად.