2020 წლის ცნობილი ფილმი „მე ისევ მწამს“, რომელიც პოპულარული ქრისტიანი მომღერლის, ჯერემი კემპის შესახებ არის გადაღებული, 1-ელ ოქტომბერს წარადგინეს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაჯილდოება „People’s Choice Awards“-ის (ხალხის არჩევანი) ორ ნომინაციაზე.
პირველი ნომინაცია გახლავთ 2020 წლის საუკეთესო დრამა, ხოლო მეორე ნომინაცია – 2020 წლის დრამატული ჟანრის ფილმის საუკეთესო ვარსკვლავი, სადაც ნომინირებულია მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კ. ჯ. აპა.
ფილმი გვიამბობს ქრისტიანი მუსიკოსის, ჯერემი კემპისა და მისი პირველი ცოლის, მელისას, სიყვარულის ისტორიის ნამდვილ ამბავს. საბოლოოდ, კემპმა დაწერა სიმღერა „მე ისევ მწამს“ იმ განსაცდელის შესახებ, რომელიც გამოიარა, როდესაც მელისას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.
ფილმის რეჟისორები არიან ჯონ და ენდრიუ ერვინები, რომელთა შექმნილია ასევე ფილმები „მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია“ (I Can Only Imagine) და „დედების დასვენების ღამე“ (Mom’s Night Out). აღსანიშნავია, რომ ერვინების ფილმი „მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია“ 2018 წელსაც იყო ნომინირებული იმავე დაჯილდოებაზე.
„People’s Choice Awards“ დაჯილდოების ცერემონიალი 1975 წლიდან ტარდება. ის აჯილდოებს გასართობი ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლებს ფართო საზოგადოების არჩევანის მიხედვით. თავდაპირველად, გამარჯვებულებს სოციალური გამოკითხვების მეშვეობით ავლენდნენ, 2005 წლიდან კი ეს ონლაინ ხმის მიცემის მეშვეობით ხდება.
გამარჯვებულებს 15 ნოემბერს გამოაცხადებენ ტელეარხ Entertainment Television-ზე (E!). ფილმის გულშემატკივრებს ხმის მიცემა შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნიდან, ქვემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლის მეშვეობით: https://pca.eonline.com/movies/the-drama-movie-of-2020.