ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by ნატალია ჩიქოვანი 10 დეკემბერი, 2020
10 დეკემბერი, 2020 233 ნახვა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა ევროკავშირის მუშაობის მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

„კრიზისული სიტუაციები განსაკუთრებული გამოცდაა ადამიანის უფლებების რეალიზაციისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემისთვის. კოვიდ-19-ის მიმდინარე პანდემია და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებების დაცვაზე, აძლიერებს არსებულ უთანასწორობას და ზრდის ზეწოლას საფრთხის შემცველ სიტუაციებში მყოფ პირებზე.

ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს ქართველ პარტნიორებთან გამოვლენილი, საფრთხის შემცველი სიტუაციების მოსაგვარებლად და შემდგომი რისკების შესამსუბუქებლად. ჩვენი ვალდებულება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით უცვლელად მტკიცეა. ამ კვირაში ჩვენ ვაანონსებთ ხუთ ახალ პროექტს, მათ შორის ჩვენი პროგრამის – ‘ევროკავშირი ადამიანის უფლებებისთვის’ (EU4 Human Rights) ფარგლებში…

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა მიიღო ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ახალი სამოქმედო გეგმა 2020-2024 წლებისთვის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ამბიციის დონეს და ყველა მესამე ქვეყანასთან ურთიერთობაში ჩვენს პრიორიტეტებს აწესებს.

ამ სამოქმედო გეგმით ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მზაობას, ხელი შეუწყოს საყოველთაო ღირებულებების წინ წამოწევას. ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა კვლავაც იქნება ევროკავშირის შიდა და გარე პოლიტიკის ყველა ასპექტის საფუძველში.

ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, გვერდში ედგას საქართველოს ამ პროცესში.“ – ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.


ამავე კატეგორიის

სოლა ფორუმი 2024: რელიგია და თანამედროვეობა

12 ნოემბერი, 2024

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია “რწმენის ძალა” 2023

3 დეკემბერი, 2023

საშობაო პოეზიის მარათონი

14 ნოემბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

31 ოქტომბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

23 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

8 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები