დღეს თავისუფლების მოედანზე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „სინათლის თაობა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული გამამხნევებელი აქცია ჩაატარა. ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს მოსახლეობას, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისისა და პანდემიის მიუხედავად, არსებობს იმედი და ეს იმედი მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეა.