„ბილი გრემის ევანგელისტურმა ასოციაციამ“ ბრიტანეთის საბჭოსგან მიიღო ფინანსური კომპენსაცია და საჯარო ბოდიში, 2018 წლის ივლისში ქრისტიანული რეკლამების ჩამოხსნის გამო ავტობუსებიდან და ტრამვაებიდან. რეკლამები იმის გამო ჩამოხსნეს, რომ ქრისტიანული ორგანიზაციის კონსერვატიული შეხედულებები ეწინააღმდეგება ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ბილი გრემის ევანგელისტურმა ასოციაციამ“ მანჩესტერის საგრაფო სასამართლოში გაასაჩივრა ხსენებული გადაწყვეტილება. მოსამართლე კლერ ევანსმა დააკმაყოფილა სარჩელი და 2021 წლის აპრილში საკითხი „ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა.
საბჭომ, გარდა იმისა, რომ გასულ კვირას ბოდიში მოიხადა რეკლამების ჩამოხსნისათვის, ასევე თანხმობა განაცხადა ფინანსური ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც 150 200 დოლარს შეადგენს.
„ეს მნიშვნელოვანი მომენტია გაერთიანებულ სამეფოში რელიგიური თავისუფლებისათვის. ჩვენ მადლიერნი ვართ ღმერთისა ამ საქმის საბოლოო შედეგის გამო, რადგან შემდგომ წლებში ამას დიდი მნიშვნელობა ექნება გაერთიანებული სამეფოს ეკლესიებისა და ქრისტიანებისათვის.“ – განაცხადა „ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ფრანკლინ გრემმა.
ბლეკპულის საბჭოს თავმჯდომარემ, ლინ უილიამსმა განმარტა, რომ საბჭოს შეხედულებით, თავად რეკლამები არ იყო შეურაცხმყოფელი.
„ჩვენ გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ღონისძიების ორგანიზატორებს შექმნილი უხერხულობისათვის…“ – განაცხადა უილიამსმა.
მისივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა მკაფიო და გამჭვირვალე პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
შეგახსენებთ, რომ იმედის ფესტივალი 2018 წლის 21 და 22 სექტემბერს ჩატარდა ლანკაშირის გასართობ კომპლექსში „Winter Gardens“.