სიკვდილს ისღა შეუძლია ახლა, რომ ქრისტიანთა ცხოვრება განუსაზღვრელად უკეთესი გახადოს.
თანამედროვე ადამიანები იკვლევენ ბიბლიას და ეძებენ იმას, რაც მათთვის მიუღებელია, მაგრამ ქრისტიანები პირიქით უნდა ვიქცეოდეთ: ბიბლიას უნდა ვაძლევდეთ ნებას, გვიკვლევდეს და ეძებდეს ჩვენში იმას, რაც ღმერთისთვის მიუღებელია.
სატანა გვაკონტროლებს ჩვენს გულში არსებული ტყუილების მეშვეობით. ჩვენი საუკეთესო თავდაცვა მისი ტყუილების წინააღმდეგ ჭეშმარიტების კვლავ და კვლავ გამეორებაა.
სახარება ისაა, რომ მე იმდენად ცოდვილი ვარ, რომ იესო იძულებული გახდა – ჩემთვის მომკვდარიყო, თუმცა ღმერთს იმდენად ვუყვარვარ და მაფასებს, რომ იესო სიხარულით მოკვდა ჩემთვის.
უყვარდე და არ გიცნობდნენ – ზედაპირულობაა. გიცნობდნენ, მაგრამ არ უყვარდე – ჩვენი კოშმარია. მხოლოდ იესო გვიცნობს სიღრმეებამდე და მხოლოდ მას ვუყვარვართ ცამდე.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც ბედავს მეფის გაღვიძებას დილის სამ საათზე ჭიქა წყლის გამო, ეს ბავშვია. ჩვენც ამგვარი მისადგომი გვაქვს ღმერთთან.
რელიგია ამბობს: „თუ მორჩილი ვიქნები, ღმერთი შემიყვარებს და მიმიღებს.“ სახარება ამბობს: „ღმერთმა შემიყვარა და მიმიღო და ამიტომაც მსურს, რომ მისი მორჩილი ვიყო.“
როცა იესო ქრისტე გეთსიმანიის ბაღში იყო და მის თავზე უდიდესი სიბნელე წვებოდა, მას არ მიუტოვებიხარ. ის მოკვდა შენთვის. და თუ იესო ქრისტემ თავის უდიდეს სიბნელეში არ მიგატოვა, რატომ მიგატოვებს ის შენს სიბნელეში?
ლოცვა ერთადერთი შესასვლელია ნამდვილ თვითშემეცნებაში. ლოცვა მთავარი საშუალებაა სიღრმისეული ცვლილების განცდისათვის – ჩვენი ცხოვრების გადაწყობისათვის. ლოცვის მეშვეობით გვაძლევს ღმერთი უამრავ, ჩვენთვის წარმოუდგენელ რამეს, რაც ჩვენთვის აქვს განკუთვნილი.
წყალობა ქრისტიანის მოვალეობა არ არის უბრალოდ, წყალობა ქრისტიანის ნიშანია.
ღმერთი გვხედავს ისეთებს, როგორებიც ვართ; ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ და გვიღებს ისეთებს, როგორებიც ვართ, თუმცა, თავისი მადლით, ის არ გვტოვებს ისეთებად, როგორებიც ვართ.
რა არის კერპი? ნებისმიერი რამ, რაც ღმერთზე უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, რაც მთლიანად იკავებს თქვენს გულსა და წარმოსახვას; ნებისმიერი რამ, რისგანაც იმას მოელით, რის მოცემაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
ღმერთის უსაზღვრო მადლი ჩვენი უდიდესი იმედია.
თქვენი რწმენის ძალა კი არა, თქვენი რწმენის ობიექტი გაძლევთ ხსნას.
ყველა რაღაცას სცემს თაყვანს. ერთადერთი არჩევანის უფლება, რომელიც გეძლევათ, ისაა, რომ აირჩიოთ, რისი თაყვანისცემა გსურთ.
იობს არასოდეს უხილავს ის, თუ რატომ იტანჯა. მან ღმერთი იხილა და ეს საკმარისი იყო.
ორიგინალ ენაზე „უფლის შიში“ არ ნიშნავს „შეშინებულს“. ეს ნიშნავს სიხარულით სავსე, განცვიფრებულ მოწიწებას და მოკრძალებას უფლის წინაშე.
ტანჯვას შეუძლია გაგვწმინდოს, ნაცვლად ჩვენი განადგურებისა, რადგან თავად ღმერთია ჩვენ გვერდით ამ ცეცხლში.