ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კითხვა - პასუხი

რა განსხვავებაა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის?

by დაჩი პაპაშვილი 8 ნოემბერი, 2020
8 ნოემბერი, 2020 2.5K ნახვა

სახარება ხშირად მოიხსენიებს სადუკეველებს და ფარისევლებს, რომლებთანაც იესო თითქმის მუდმივად იყო დაპირისპირებული. სადუკეველები და ფარისევლები წარმოადგენდნენ ებრაელთა მმართველ კლასს ისრაელში. ამ ორ ჯგუფს შორის არის გარკვეული მსგავსება, თუმცა მათ შორის არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავებანიც.

ფარისევლებიც და სადუკეველებიც იუდაიზმში არსებული რელიგიური სექტის წარმომადგენელნი იყვნენ. ორივე ჯგუფი პატივს მიაგებდა მოსესა და მის რჯულს, და ორივეს ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური ძალაუფლება. სინედრიონს, ანტიკური ისრაელის 70-კაციან უზენაეს სასამართლოს, ორივე ჯგუფიდან ჰყავდა წარმომადგენლები.

ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის არსებული განსხვავებანი ჩვენთვის ცნობილია წმინდა წერილის სხვადასხვა ადგილებიდან და აგრეთვე, ფარისეველთა ნაშრომებიდან, რომლებიც ჩვენამდეა მოღწეული. რელიგიურად, ერთი დოქტრინული კუთხით, სადუკეველები უფრო კონსერვატორები იყვნენ: ისინი მტკიცედ ემხრობოდნენ წმინდა წერილის პირდაპირი გაგებით განმარტებას; მეორე მხრივ, ფარისევლები სიტყვიერ გადმოცემას იმავე ავტორიტეტს ანიჭებდნენ, რასაც ღვთის დაწერილ სიტყვას. თუ სადუკეველები თანახში რაიმე მცნებას ვერ იპოვიდნენ, ისინი მას უარყოფდნენ, როგორც ადამიანის მიერ მოგონილს.

წმინდა წერილის შესახებ სხვადასხვა შეხედულების გამო სადუკეველები და ფარისევლები ხშირად კამათობდნენ, გარკვეული დოქტრინების ირგვლივ. სადუკეველები უარყოფდნენ მკვდართა აღდგომის რწმენას (მათეს 22:23; მარკოზის 12:18-27; საქმეები 23:8), განსხვავებით ფარისევლებისგან, რომელთაც სწამდათ მკვდრეთით აღდგომის. სადუკეველები ასევე უარყოფდნენ სიცოცხლეს გარდაცვალების შემდეგ, მიაჩნდათ, რომ სული კვდებოდა გარდაცვალებისას; ფარისევლებს კი სჯეროდათ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის და მის შემდეგ სასჯელის და საზღაურის. სადუკეველები უარყოფდნენ იდეას უხილავი, სულიერი სამყაროს შესახებ, მაგრამ ფარისევლები ასწავლიდნენ სულიერ სამყაროში ანგელოზების და დემონების არსებობის შესახებ.

მოციქული პავლე გონივრულად იყენებდა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის არსებულ თეოლოგიურ განსხვავებებს მათგან თავდასაღწევად. მაშინ, როდესაც პავლე შეიპყრეს იერუსალიმში და თავს იცავდა სინედრიონის წინაშე, იცოდა რა, რომ სინედრიონის ნაწილი სადუკეველები, ნაწილი კი ფარისევლები იყვნენ, პავლემ ხმა აღიმაღლა და თქვა: „კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები.“ (საქმეები 23:6). პავლეს მიერ აღდგომის ხსენებამ სადუკეველებსა და ფარისევლებს შორის გამოიწვია კამათი და „დიდი აურზაური.“ (მუხლი მე-9). რომაელმა ათასისთავმა, როდესაც შეხედა განვითარებულ მოვლენებს, გაგზავნა ჯარისკაცები პავლეს მათგან დასახსნელად (მუხლი მე-10).

სოციალურად, ფარისევლებთან შედარებით, სადუკეველები უფრო მაღალ კლასს წარმოადგენდნენ. ისინი იყვნენ მდიდრები და ფლობდნენ უფრო მაღალ პოზიციებს. მღვდელმთავრები სადუკეველები იყვნენ და სინედრიონში ისინი წარმოადგენდნენ უმრავლესობას. ფარისევლები უფრო მეტად უბრალო ხალხის წარმომადგენელნი იყვნენ და ჰქონდათ მასების პატივისცემა. სადუკეველთა ძალაუფლების ცენტრი იერუსალიმის ტაძარი გახლდათ; ფარისევლები აკონტროლებდნენ სინაგოგებს. სადუკეველები უფრო მეგობრულად იყვნენ განწყობილნი რომის მიმართ და უფრო ეთანხმებოდნენ რომაულ კანონებს, ვიდრე ფარისევლები. ფარისევლები ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ელინიზმს, ხოლო სადუკეველები მიესალმებოდნენ მას.

იესოს, სადუკეველებთან შედარებით, ფარისევლებთან უფრო მეტი უთანხმოება ჰქონდა, შესაძლოა, გადმოცემათა მიმართ მათი დამოკიდებულების გამო. „ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ,“ – უთხრა მათ იესომ. (მარკოზის 7:8; ასევე იხილეთ მათეს 9:14; 15:1-9; 23:5, 16, 23, მარკოზის 7:1-23 და ლუკა 11:42). რადგანაც სადუკეველები ხშირად პოლიტიკით უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე რელიგიით, ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ იესოს მანამ, სანამ არ შეშინდნენ, რომ მას შეიძლება რომაელთა ყურადღება მიეპყრო და პრობლემა შეექმნა მათი სტატუსისთვის. სწორედ ამ დროს სადუკეველებმა და ფარისევლებმა გვერდზე გადადეს თავიანთი განსხვავებული შეხედულებანი, გაერთიანდნენ და იესო სასიკვდილოდ გაიმეტეს. (იოანეს 11:48-50; მარკოზის 14:53; 15:1).

როგორც ჯგუფმა, სადუკეველებმა არსებობა შეწყვიტეს იერუსალიმის განადგურების შემდეგ, მაგრამ ფარისეველთა მემკვიდრეობამ განაგრძო არსებობა. ფაქტობრივად, ფარისევლები იყვნენ პასუხისმგებელნი მიშნას შედგენაზე, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართა იუდაიზმი გზა ტაძრის განადგურების შემდეგ. ამ გზით ფარისევლებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე რაბინულ იუდაიზმს.

წყარო : https://www.gotquestions.org


ამავე კატეგორიის

რა არის იდეალიზმი?

20 ოქტომბერი, 2022

რა არის კენოზისი?

26 იანვარი, 2022

რა არის ქრისტოლოგია?

2 მარტი, 2021

რა არის სოტერიოლოგია?

8 თებერვალი, 2021

რა არის ევთანაზია?

15 იანვარი, 2021

არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?

13 იანვარი, 2021

რა არის „იაშარის წიგნი“ და რატომ არ გვხვდება...

16 დეკემბერი, 2020

რა არის ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია?

2 დეკემბერი, 2020

რას ნიშნავს „სინოპტიკური სახარებები“?

30 ნოემბერი, 2020

რას ნიშნავს ფსევდოეპიგრაფიკა?

10 ნოემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები მოთმინების შესახებ

    18 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა განსხვავებაა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის?

    8 ნოემბერი, 2020
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ასტროლოგია და ქრისტიანობა

    1 თებერვალი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები