ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

როგორ დავამარცხოთ ეპიდემიის შიში?

by მათე თხელიძე 8 იანვარი, 2021
8 იანვარი, 2021 367 ნახვა

განიცდით თუ არა პანიკურ შიშს პანდემიური ვირუსის მიმართ? ან რას იტყვით ეპიდემიაზე? გაშინებთ ეს?  მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ბევრ ადამიანში იწვევს პანიკას. ზოგჯერ შიში გვიბიძგებს არაადეკვატური ქცევისკენ, საკუთარ პრინციპებზე უარის თქმისკენ. ხშირად, ძლიერი შიშისა და პანიკის ფონზე უფასურდება ის ფასეულობები, რაც გვაქვს და საკუთარ უსაფრთხოებაზე გამუდმებული ფიქრი გვაიძულებს, უარი ვთქვათ სხვებზე ზრუნვაზე და სიბრალულის განცდის მაგივრად მათ მიმართ, ვინც დასნეულებულია ამ ვირუსით, პირიქით, აგრესიასა და ზიზღს განვიცდით. დღეს ხშირია ბულინგი იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც გაბედავენ და უბრალოდ ჩაახველებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ან ტრანსპორტში.

შიში ყველგანაა. ის ჩვენ გარშემოა, შესაბამისად, ძალიან ბევრ ჩვენგანზე დიდ და თანაც ცუდ ზეგავლენას ახდენს, თუმცა მხოლოდ ერთი, ჯანსაღი შიში არსებობს სამყაროში, რომელიც არ ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, არამედ პირიქით – აშენებს და ეს შიში უფლის შიშია.

ერთადერთი რეალური და ჯანსაღი შიში არის ღვთის შიში, რომელიც:

  • სიბრძნის დასაწყისია (იგავ. 9:10);
  • გამხნევებს (მე-2 კორინთ. 5:6-11);
  • გაანალიზებინებს, თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის (ფსალმ. 64:9);
  • შენი კეთილდღეობისა და გადარჩენისთვისაა (ნეშტთა 6:24);
  • გიხსნის შენ (ესაია 35:4).

ამ „პანდემიური“, პანიკური შიშის დამარცხება შესაძლებელია. მოდით, ვნახოთ 3 გზა, რომელიც შიშის დამარცხებაში დაგვეხმარება:

ებრძოლე შიშს ჯანსაღი ცხოვრების წესითა და ჰიგიენის დაცვით

მიჰყევით ინსტრუქციებს, რომელსაც ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსისგან თავდაცვის თაობაზე. დაიცავით პირადი ჰიგიენა, გამოიყენეთ პირბადე, ხშირად დაიბანეთ ხელები. ნუ ჩაიკეტებით სახლში! გახსოვდეთ, რომ ვირუსს ასე ვერ დაემალებით. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიმართეთ ფიზიკურ აქტივობას, რომელიც გვეხმარება ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ხშირი ვარჯიში ეხმარება ადამიანს, აივსოს ენდორფინებით, რაც ბედნიერებას იწვევს. იკვებეთ სწორად, სწორი კვება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ გააძლიეროთ თქვენი სხეული. კარგი იქნება, თუ თქვენს ყოველდღიურ კვებით რაციონს შეავსებთ ბოსტნეულით, უფრო მეტად მწვანე და ყვითელი ფერის პროდუქტით, რადგან ეს ამაღლებს თქვენს იმუნიტეტს. რაც მეტად იმოქმედებთ და იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მით ნაკლებად დაგრჩებათ დრო დეპრესიული ფიქრებისთვის.

ებრძოლე შიშს უფლის სიტყვით

ღმერთის სიტყვა ყველაზე ძლიერი იარაღია შიშთან საბრძოლველად, რადგან ყოვლისშემძლე, ყოვლისმპყრობელი შემოქმედის სარწმუნო სიტყვები ჩვენს გულს იმედით და მხნეობით ავსებს. იკითხეთ ბიბლია ყოველდღიურად და ჩაეჭიდეთ ჭეშმარიტებებს, რომელიც მოქმედებს:

ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.

ესაია 41:10

არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს.

ფილიპელთა 4:6

ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.

ებრაელთა 4:12

ებრძოლე შიშს ღმერთთან ურთიერთობით

პანიკური შიშისგან განკურნების ყველაზე კარგი საშუალებაა ღმერთთან ურთიერთობა. შიშის წინააღმდეგ დადგომა და ლოცვა როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სხეულზე ახდენს ზეგავლენას.

გახსოვდეთ: თუ უფლის მოშიშნი იქნებით, უფალი იზრუნებს თქვენს აწმყოსა და მომავალზე.


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 2

    რა განსხვავებაა ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის?

    8 ნოემბერი, 2020
  • 3

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები მოთმინების შესახებ

    18 ნოემბერი, 2020
  • 5

    ასტროლოგია და ქრისტიანობა

    1 თებერვალი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები