ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საინტერესო ფაქტები

11 გასაოცარი ფაქტი ბიბლიის შესახებ

by დაჩი პაპაშვილი 22 აპრილი, 2021
22 აპრილი, 2021 6.7K ნახვა

ადამიანთა უმეტესობისთვის ცნობილია ბიბლიის არსებობის ფაქტი, მიუხედავად იმისა, სწამთ თუ არა მათ ამ წიგნის. გინესის რეკორდების წიგნის საფუძველზე, ბიბლია არის ყველაზე გავრცელებული წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად იყიდება.

ბიბლიური საზოგადოების კვლევის თანახმად, 1815 წლიდან 1975 წლამდე ბიბლიის 2,5 მილიარდი ეგზემპლარი დაიბეჭდა. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით კი, მისი რაოდენობა აჭარბებს 5 მილიარდს.

ყოველწლიურად იყიდება დაახლოებით 100 მილიონი ეგზემპლარი, რის გამოც ბიბლია კვლავ ლიდერობს მსოფლიო ბესტსელერების სიაში, არამხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის.
არსებობს 11 გასაოცარი ფაქტი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ წიგნთან, ბიბლიასთან დაკავშირებით.

1. ბიბლია – წიგნი, რომელსაც ყველაზე ხშირად იპარავენ მსოფლიოში.

იქიდან გამომდინარე, რომ ბიბლია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნია, არ უნდა გვაკვირვებდეს ის ფაქტი, რომ მას ყველაზე ხშირად იპარავენ. ბიბლიის დიდი გავრცელების არეალის გამო, ის ხშირად უჩინარდება სასტუმრო ოთახებიდან და ბიბლიოთეკის თაროებიდან.

2. ბიბლიას უფრო მეტად ქალბატონები კითხულობენ, ვიდრე მამაკაცები.

2017 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ამერიკულმა ბიბლიურმა საზოგადოებამ დაადგინა, რომ 20%-ით მეტი ქალბატონი კითხულობს ბიბლიას, მამაკაცებთან შედარებით.

3. ბიბლიაში არის 185 სიმღერა.

ბიბლიის ინფოგრაფიკული მიმოხილვის საფუძველზე, ბიბლიის სიმღერების დაახლოებით 85% არის ფსალმუნების წიგნში, ხოლო ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში თქვენ იპოვით ქების სიმღერებს და დახმარების მთხოვნელ ლოცვებს.

4. ახალ აღთქმასთან შედარებით, ძველი აღთქმის დასაწერად ბიბლიის ავტორებს, დაახლოებით, 20-ჯერ მეტი დრო დასჭირდათ.

იმ დროს, როდესაც ძველი აღთქმა ათასი წლის განმავლობაში იწერებოდა, ახალი აღთქმა 50-75 წლის განმავლობაში დაიწერა.

5. ბიბლია დაიწერა 40 სხვადასხვა ავტორის მიერ.

ბიბლია ცნობილია, როგორც ღვთივსულიერი წიგნი, რომელიც დაიწერა სულიწმიდის მიერ ორმოცი სხვადასხვა ღვთისმსახურის ხელით, რომელთა სიტყვებს დღეს ჩვენ ვკითხულობთ და ვიაზრებთ.

6. „ამინ“ ბოლო სიტყვა, რომლითაც ბიბლია სრულდება.

ბოლო სიტყვა ბიბლიაში არის „ამინ“, რომელიც ასრულებს ლოცვას: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველა წმინდასთან. ამინ.“ (გამოცხადება 22:21).

7. „ცოდვილის ბიბლია“ შეიცავს შოკისმომგვრელ ბეჭდვით შეცდომას.

მე-17 საუკუნეში რობერტ ბეიკერის მიერ დაბეჭდილ ბიბლიაში მეშვიდე მცნება შეცდომით დაწერილი იყო, როგორც: „იმრუშე“. „Reader’s Digest“-ის კვლევის საფუძველზე, საზარელი შეცდომა აღმოაჩინეს მხოლოდ ათასი გაყიდული ეგზემპლარის შემდეგ. დღესდღეობით ამ გამოცემის ცხრა ეგზემპლარი შემორჩა, რომელიც, სამწუხაროდ, „ცოდვილის ბიბლიის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

8. ბიბლიაში მოხსენიებული ქალბატონების ნახევარზე მეტის სახელი არ არის ცნობილი.

მოცემული ინფორმაციის საფუძველზე წარმოდგენილ კვლევაში, რომელიც ლინდსი ჰარდინ ფრიმანმა ჩაატარა, ბიბლიაში დიალოგების დაახლოებით 1% ქალბატონების მიერ ნათქვამი სიტყვებია. ამ ქალბატონთა რიცხვი 86-ია, მათგან 50%-ის სახელი უცნობია.

9. „სამეფო კარის თამაშების“ წაკითხვა ორჯერ მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ბიბლიის წაკითხვა.

„Personal Creations“-ის და ინფოგრაფიკის კვლევის საფუძველზე, ბიბლიის წასაკითხად საჭიროა დაახლოებით 44 საათი. ამ გამოთვლებიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ დროის ნახევარია ჯორჯ მარტინის წიგნის წასაკითხად „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ („სამეფო კარის თამაშები“).

10. ბიბლიაში ნახსენებია ძაღლები, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით კატებზე.

მთელ ბიბლიაში ნახსენებია 125 ცხოველი, მათ შორის 42-ჯერ ძაღლი, მაგრამ კატების მოყვარულთა გასაწბილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კატა არ მოიხსენიება.

11. სიტყვა „ბიბლია“ აღნიშნავს უბრალოდ „წიგნს“ ან „გრაგნილს“.

სიტყვა „ბიბლია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „ბიბლია“ ან ბერძნული სიტყვიდან „ტა ბიბლა“. ის აღნიშნავს „გრაგნილებს“ ან „წიგნებს“. ბრიტანული ენციკლოპედიის თანახმად, სიტყვა „ბიბლია“ მომდინარეობს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის სახელიდან „ბიბლოსი“, რომელიც ქაღალდითა და ხის ნაწარმით უზრუნველყოფდა ძველ მსოფლიოს.


ამავე კატეგორიის

პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

21 აპრილი, 2022

ქრისტეს საფლავის ტაძრის ისტორია

21 აპრილი, 2022

როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

9 სექტემბერი, 2021

რეგენსბურგის კრება – პროტესტანტებისა და კათოლიკეთა შერიგების მცდელობა

2 სექტემბერი, 2021

რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

26 იანვარი, 2021

შეცდომა ბიბლიაში, რომლის მიხედვით მრუშობა „სავალდებულო“ გახდა

25 იანვარი, 2021

კონსტანტინე ფლავიცკის შედევრი „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“

25 იანვარი, 2021

„ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი...

15 იანვარი, 2021

„წითელი ჯვრის“ ქრისტიანული ფესვები

13 იანვარი, 2021

არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ბიბლია ფილისტიმელების წარმოშობაზე ზუსტ ცნობებს...

6 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები