ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საინტერესო ფაქტები

კონსტანტინე ფლავიცკის შედევრი „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“

by ნატალია ჩიქოვანი 25 იანვარი, 2021
25 იანვარი, 2021 788 ნახვა

კონსტანტინე ფლავიცკი (1830-1870 წწ.) გახლდათ რუსი მხატვარი, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებში მოღვაწეობდა. მან მხოლოდ 35 წელი იცოცხლა, თუმცა თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მაინც მოასწრო მსოფლიო დონის შედევრების შექმნა.  

ფლავიცკიმ სამხატვრო განათლება მეცნიერებათა და მხატვრობათა საიმპერატორო აკადემიაში მიიღო, სადაც ის პროფესორ ფ. ა. ბრუნის მოწაფე იყო. 1854 წელს ის მცირე ოქროს მედლით დააჯილდოეს კონკურსის მოთხოვნების მიხედვით შექმნილი ნახატისათვის „სოლომონის სამსჯავრო“. მომდევნო წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემია. მას მიენიჭა მხატვრის წოდება და დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით ნახატისათვის „იაკობის შვილები ყიდიან საკუთარ ძმას, იოსებს“.  ამის შემდეგ ის იტალიაში გაემგზავრა, როგორც აკადემიის პენსიონერი (ხელოვნების საიმპერატორო აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც ფულად დახმარებას იღებდა თავისი ოსტატობის შემდგომი დახვეწისათვის). რუსეთში 1862 წელს დაბრუნდა.

1863 წელს ფლავიცკი აკადემიის „საპატიო თავისუფალ წევრად“ იქნა აღიარებული რომში შესრულებული კოლოსალური ნახატისათვის „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“. 1864 წელს კი კონსტანტინე ფლავიცკის  ისტორიული ფერწერის პროფესორის წოდება მიენიჭა (ნახატისათვის „თავადის ასულ ტარაკანოვას სიკვდილი“), თუმცა ახალგაზრდა ფერმწერმა ვერ მოასწრო სხვა შესანიშნავი შედევრების შექმნა. ის 1866 წელს სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა ტუბერკულოზით, რითიც ის იტალიაში ყოფნისას დაავადდა.

„ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“ ისტორიული ჟანრის შედევრია. ტილო რომში დახატა კონსტანტინე ფლავიცკიმ, თუმცა ის ახლა სანკტ-პეტერბურგში, „რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში“ ინახება. ნახატზე გამოსახულნი არიან წამებულები, რომლებიც ცოტა ხანში სიკვდილით დაისჯებიან საკუთარი რწმენის გამო.

III-IV საუკუნეებში რომის იმპერიაში ადამიანების სიკვდილით დასჯის სანახავად უამრავი ხალხი იყრიდა თავს, განსაკუთრებით კოლიზეუმი ივსებოდა, სადაც ქრისტიანებს სჯიდნენ სიკვდილით. ქრისტიანებს იმპერატორი მშიერი ლომების „გულმოწყალების“ ბედად ტოვებდა კოლიზეუმის არენაზე. „გულმოწყალება“ კი არ იყო არც ქალების, არც ჩვილებისა და არც მოხუცებისათვის. წამებულები, რომლებსაც სწამდათ ჯვრის ძალისა და მხსნელის, გაბედულად ხვდებოდნენ საშინელ სიკვდილს. მათი სულები ხომ ცხონდებოდა ამის შემდეგ. ფლავიცკის ნახატი გვაიძულებს დავფიქრდეთ იმის შესახებ, თუ რისთვის იყვნენ ადამიანები მზად ღმერთის გამო.

ნახატი დახვეწილი ოსტატობითაა შესრულებული. დილეგში გამომწყვდეული ქრისტიანები სიკვდილით დასჯას ელოდებიან. კარი უკვე ღიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მალე მხეცური სასჯელის წინაშე აღმოჩნდებიან.

კოლიზეუმი 78 ათას მაყურებელს იტევდა. მათ სურდათ სიკვდილით დასჯის ნახვა და ამას მოითხოვდნენ კიდეც, თუმცა დროთა განმავლობაში, ეს პრაქტიკა გაუქმდა თავისი სასტიკი და ამაზრზენი ხასიათის გამო. მე-4 საუკუნის ბოლოსათვის ქრისტიანთა დევნა და სიკვდილით დასჯა შეწყდა.


ამავე კატეგორიის

პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

21 აპრილი, 2022

ქრისტეს საფლავის ტაძრის ისტორია

21 აპრილი, 2022

როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

9 სექტემბერი, 2021

რეგენსბურგის კრება – პროტესტანტებისა და კათოლიკეთა შერიგების მცდელობა

2 სექტემბერი, 2021

11 გასაოცარი ფაქტი ბიბლიის შესახებ

22 აპრილი, 2021

რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

26 იანვარი, 2021

შეცდომა ბიბლიაში, რომლის მიხედვით მრუშობა „სავალდებულო“ გახდა

25 იანვარი, 2021

„ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი...

15 იანვარი, 2021

„წითელი ჯვრის“ ქრისტიანული ფესვები

13 იანვარი, 2021

არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ბიბლია ფილისტიმელების წარმოშობაზე ზუსტ ცნობებს...

6 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები