ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საინტერესო ფაქტები

როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

by დაჩი პაპაშვილი 9 სექტემბერი, 2021
9 სექტემბერი, 2021 597 ნახვა

რა მოუვათ ქრისტიანებს? ისინი ძალიან მცირედნი არიან და ცოტა თუ იციან ქრისტეს შესახებ. 1937 წლის აპრილი იდგა. იტალიელი ჯარისკაცები ეთიოპიიდან, ვალამოს რეგიონიდან პროტესტანტი მისიონრების გაყვანას აპირებდნენ. მისიონრებს ისღა დარჩენოდათ, რომ გულმხურვალედ ელოცათ ეთიოპიელ ახალმოქცეულ ქრისტიანებზე.

ერთი წლით ადრე, 1936 წლის 5 მაისს, ეთიოპიის დედაქალაქი ადის-აბება მუსოლინის ჯარმა დაიკავა. იმპერატორი ჰაილე სელასიე (Haile Selassie) გაიქცა. ფეხშიშველი ეთიოპიელი ჯარისკაცები მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ ტანკებს, მაგრამ დამარცხდნენ.

მალე გამარჯვებულები მისიონრებს მიადგნენ, რომლებმაც ვალამოში 48 ახლად მონათლული ეთიოპიელი დატოვეს. მათ მხოლოდ მარკოზის სახარება და წმინდა წერილის რამდენიმე სხვა ნაწყვეტი ჰქონდათ თავიანთ ენაზე და მათი წაკითხვაც ცოტას თუ შეეძლო მათ შორის. მისიონრები განუწყვეტლივ ლოცულობდნენ მათთვის.

1941 წლის 5 მაისს, მისიონერთა მიერ ეთიოპიის დატოვებიდან 5 წლის შემდეგ, ჰაილე სელასიე დაბრუნდა. მისიონრებიც დაბრუნდნენ დედაქალაქში. რა ნახეს იქ მათ?

ვალამოდან ამბავი შეატყობინეს, რომ ეკლესია არა თუ გადარჩა, არამედ გაიზარდა კიდეც. გაიზარდა ორასჯერ. 48 მორწმუნიდან მორწმუნეთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია!

ეთიოპიელმა ქრისტიანებმა აიტანეს დევნა, ტანჯვა-წამება, მრავალი მათგანი დახოცეს კიდეც. მათი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ტორო ტალახიან საპყრობილეში ძირს დააგდეს და მათრახით სცემეს. თან ეკითხებოდნენ: „სად არის ღმერთი, რომ გიხსნას ჩვენი ხელიდან?“

„ჩემს ღმერთს შეუძლია ჩემი ხსნა, თუ ინებებს და თუ არა, ის მპირდება, რომ ზეცაში წამიყვანს თავისთან“, მიუგო ტორომ. მალე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და აგურებით აშენებული საპყრობილე მიწასთან გაასწორა. მცველები თავზარდაცემულნი იყვნენ. ისინი ევედრებოდნენ ტოროს ელოცა მათთვის და შემდეგ გაათავისუფლეს კიდეც.

დაბრუნებული მისიონრები ხარობდნენ. მათი ამოცანა ახლა ბიბლიის თარგმნის დასრულება, ახალმოქცეულთათვის განათლების მიცემა და ადგილობრივი ეკლესიის სტრუქტურის ჩამოყალიბება იყო.

https://www.christianity.com


ამავე კატეგორიის

პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

21 აპრილი, 2022

ქრისტეს საფლავის ტაძრის ისტორია

21 აპრილი, 2022

რეგენსბურგის კრება – პროტესტანტებისა და კათოლიკეთა შერიგების მცდელობა

2 სექტემბერი, 2021

11 გასაოცარი ფაქტი ბიბლიის შესახებ

22 აპრილი, 2021

რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

26 იანვარი, 2021

შეცდომა ბიბლიაში, რომლის მიხედვით მრუშობა „სავალდებულო“ გახდა

25 იანვარი, 2021

კონსტანტინე ფლავიცკის შედევრი „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“

25 იანვარი, 2021

„ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი...

15 იანვარი, 2021

„წითელი ჯვრის“ ქრისტიანული ფესვები

13 იანვარი, 2021

არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ბიბლია ფილისტიმელების წარმოშობაზე ზუსტ ცნობებს...

6 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები