იცით თუ არა, რომ ბევრ ცნობილ კომპანიას ქრისტიანული ფესვები აქვს? თუ არა, რამდენიმეს დღეს გაგაცნობთ:
TYSON FOODS – ეს ორგანიზაცია პოპულარობით მსოფლიოში მეორეა ქათმის, ცხვრისა და ღორის ხორცის წარმოებით. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, აქ დასაქმებული პირები არიან ქრისტიანები. ისინი ისწრაფვიან სიმართლისა და ერთიანობისკენ და ქმნიან ღირებულებებს აქციონერებისთვის, მომხმარებლების, გუნდის წევრებისა და მთელი ქრისტიანული თემისათვის.
კომპანიის დამფუძნებელი ჯონ ტაისონი ამბობს: „მსურს, პატივი მივაგოთ ღმერთს ჩვენი საქმიანობით.”
CHICK-FIL-A ცნობილია იმით, რომ უარს ამბობს კვირა დღეს მუშაობაზე და ღიად აცხადებს, რომ ქრისტიანული ორგანიზაციაა.
TIMBERLAND – ეს ფეხსაცმლის კომპანიაც ქრისტიანულ ღირებულებებზე დგას. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი შვარცი მსოფლიოში ცნობილია თავისი სოციალური პასუხისმგებლობითა და წარმოების ეთიკური მეთოდებით მაშინაც, თუ იგი მსხვერპლს მოითხოვს, რაც, როგორც წესი, მეტ მოგებაზე უარის თქმას ნიშნავს.
„მე არ შემიძლია, რაიმე მოვიყვანო ბიბლიიდან დასაქმებულთა უფლებებზე, მაგრამ შემიძლია, გაჩვენოთ ტექსტი წმინდა წერილიდან, რომელიც სხვებისადმი ღირსეულად მოპყრობისკენ მოგვიწოდებს: ‘გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი და ისე მოექეცი სხვას, როგორც თავად გსურს, რომ მოგექცნენ.’”
INTERSTATE BATTERIES – ტეხასში დაფუძნებული ბატარეის კომპანია ლიდერი გახდა ელექტრონული წყაროების დისტრიბუციაში. 1950 წელს დაწყებული მცირე წამოწყება საკმაოდ გაიზარდა; 2017 წელს კომპანიამ წელიწადში 18 მილიონი ბატარეა გაყიდა. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ფირმა ქრისტიანულ პრინციპებზე დგას. მართლაც, ვებგვერდ “Beacon Wealth”-ის მიხედვით, კომპანიის პრესსამსახური აცხადებს: „ჩვენ ვაპირებთ ღმერთის განდიდებას იმით, რომ ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით ხარისხიან პროდუქციას ვაწვდით და ასევე ვუწევთ დისტრიბუციულ მომსახურებას.“
AUNTIE ANNE’S – პრეცელების მწარმოებელმა ენ ბილერმა 1988 წელს წამოიწყო ქრისტიანულ ეთიკაზე აგებული ბიზნესი, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი.
თავად ენი ქრისტიანია და კომპანიასაც ქრისტიანული მიზანი აქვს.
„ღმერთის გარეშე კომპანია Auntie Anne’s დღეს არ იარსებებდა. ეს თამამად შემიძლია ვთქვა.” – ამბობს ენი საინფორმაციო სააგენტო “Christian Post”-თან საუბრისას.
2005 წელს კომპანიის გაყიდვის შემდეგ ბილერი პოპულარული სპიკერი გახდა. იგი ლიდერობის, მიზანდასახულობისა და რწმენის საკითხებზე ლექციებს ატარებს.
„ახლა ვიცი, რომ ცხოვრება რთულია, თუმცა ღმერთი კეთილია. არაფერს შევცვლიდი, ღმერთმა თავდაპირველად მომცა პრეცელები და შემდეგ პლატფორმა, რათა ჩემი ამბავი გამეზიარებინა ხალხისთვის. ეს ყველაფერი კი მისი დიდებისთვისაა.“ – ამბობს ენი.
შესანიშნავია, რომ მსოფლიოში ამდენი წარმატებული კომპანიისათვის ქრისტეს ძიება, უფლის სიყვარულის მრავალთათვის გაზიარება და მისი დიდებულების სხვებისთვის ჩვენება არის მთავარი მიზანი.
წყარო: https://www.christianheadlines.com