გარკვეული ხნის წინ უარყოფითად ვიყავი განწყობილი იგავთა წიგნის ოცდამეთერთმეტე თავის მიმართ. დიახ, მე ვაღიარებ ამას. ქალის სახე აღნიშნული თავიდან, ძალიან მაღიზიანებდა, რადგან ის ყველა ქალისთვის მიუღწეველი სტანდარტი გახლავთ.
ჩემი მეგობრები თხოვდებოდნენ და ცდილობდნენ, გამხდარიყვნენ ამგვარი ქალის განსახიერება და მე თვალს ვადევნებდი მათ, თუ როგორ ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ იდეალური დიასახლისები, ცოლები, დედები, კარგად ემართათ ასევე ბიზნესსაქმიანობაც – ისინი პირველები დგებოდნენ და ყველაზე ბოლოს წვებოდნენ დასაძინებლად.
საბოლოოდ, ისინი იმედგაცრუებულები, დაღლილები და გამოფიტულები რჩებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ვიაზრებდი, იგავების წიგნის ოცდამეთერთმეტე თავი ბიბლიის ნაწილია, რომელსაც მე უდავოდ მივიჩნევ ღვთის ჭეშმარიტ და შეუცდომელ სიტყვად, მიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ღმერთმა ქალს მისცა მიუწვდომელი მიზანი – გახდეს ოცდამეთერთმეტე თავის ქალის კვინტესენცია.
ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ასეთები, მაგრამ რეალობაში, როდესაც ჩვენი შვილები ჯერ კიდევ პატარები არიან, ვცდილობთ, დავამყაროთ წონასწორობა ქმრის მოწესრიგებას, სახლის სისუფთავეს, სადილის მომზადებას, ბავშვის ღამის ქოთანთან მიჩვევასა და საფენებს შორის; ვცდილობთ, თავიდანვე სწორ გზაზე დავაყენოთ ბავშვი, რადგან მთელი სულით და გულით გვინდა, რომ ჩვენი შვილები უფალს ემსახურებოდნენ და ეს ყველაფერი საღად აზროვნების შენარჩუნების მცდელობის ფონზე ხდება… ეს უსამართლოდ მეჩვენება.
ის ისეთი მშვიდია და თავი ხელში აჰყავს, ჩვენ კი ისეთი გაწამებულები და გამოფიტულები ვართ.
ის შემოსილია მეწამულით, ჩვენ კი სპორტული შარვალი გვაცვია, რომელიც ბავშვის ნერწყვითაა მოსვრილი.
მისი შვილები იღვიძებენ და უწოდებენ მას კურთხეულს, ჩვენი შვილები კი იღვიძებენ და ყვრიან: „არა!“
ის აღებს ბაგეებს და საუბრობს სიბრძნით, ჩვენ ვხსნით ბაგეებს და საბავშვო ზღაპრებს ვკითხულობთ კვირაში 50-ჯერ.
ამიტომაც, თავის დროზე, მის მიმართ იმავეს ვგრძნობდი, რასაც მარტა სტიუარტის მიმართ, რომლის ჟურნალის გამოგზავნაც იკრძალებოდა ჩემს საფოსტო მისამართზე, ამიტომ ჩემს მეზობელს უხდებოდა მისი აღება მამამისის მისამართზე.
ასე იყო მანამ, სანამ არ წავიკითხე კორტნი ჯოზეფის წიგნი („Women Living Well“) და არ გავიგე, რომ ღმერთს სულაც არ სურს, რომ ვაკეთებდე ყველაფერ იმას, რასაც ქალი იგავთა ოცდამეთერთმეტე თავიდან.
მას არ სურს, რომ მე ის ქალი ვიყო.
მას უბრალოდ უნდა, რომ მე მქონდეს მისი ხასიათი.
მე „მე“ ვარ, ყველა ჩემი ნაკლოვანებითა და უცნაურობით, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი. მე მაქვს ასევე კარგი თვისებებიც, რომელთაც, როგორც წესი, ნაკლებ ყურადღებას ვუთმობ. ღმერთს სურს, შეცვალოს, გარდაქმნას ჩემი ნაკლოვანებანი, გამოიყენოს ჩემი კარგი თვისებები და ჩემი უცნაურობებიც კი, რათა გამოძერწოს ჩემგან საუკეთესო ცოლი და დედა, როგორიც შესაძლებელია, რომ ვიყო.
იგავთა ოცდამეთერთმეტე თავი იმისთვის არსებობს, რომ მოგვცეს ჩვენ ხასიათის მაგალითი.
შესაძლოა, თქვენი ლამპარი ღამით ქრება, მაგრამ თქვენი სიბეჯითე და ძალისხმევა აშკარაა ბევრ სხვა სფეროში.
შესაძლოა, თქვენ არ შეისყიდით მინდვრებს, მაგრამ ძალიან კარგად იყენებთ ფასდაკლების კუპონებს და თქვენი ეკონომიურობა მისაბაძი მაგალითია თქვენი მეგობრებისთვის.
შესაძლოა, თქვენ არ იცით ხალიჩების ქსოვა და არც კერვა, მაგრამ გეხერხებათ კარგი ნივთების შეძენა.
შესაძლოა, თქვენ უყურებთ მთელ სიას ოცდამეთერთმეტე თავიდან და ფიქრობთ, რომ არ გაქვთ ეს თვისებები.
მე მესმის ეს. მეც ხშირად მქონდა მსგავსი ფიქრები, მაგრამ თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს: ხართ თუ არა საგანძური თქვენი ქმრისთვის? პატივს გცემენ თუ არა თქვენი შვილები? თქვენი სახლი ბედნიერებითა და მხიარულებით სავსე ადგილია?
ერთხელ დავწერე, თუ როგორ დაძაბა ურთიერთობები სახლში ჩემმა მახვილგონივრულობამ და ხელმომჭირნეობამ. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემმა ქმარმა დააფასა ჩემი ძალისხმევა, ის დიდად აღტაცებული მაინც არ ყოფილა შედეგებით.
მას შემდეგ, რაც მე ვარჩიე ბედნიერი სახლი „საკუთარი ხელით მუშაობას“ და გავხდი უფრო გულმოდგინე ამ საკითხში, ჩემი სახლი უფრო აივსო ბედნიერებით.
იგავთა ოცდამეთერთმეტე თავი იმის შესახებ არ არის, თუ როგორ გავხდეთ სტენფორდდამთავრებული ცოლები, ღმერთი გაცილებით უფრო შემოქმედებითი და მახვილგონიერია.
მან შეგქმნათ თქვენი ინდივიდუალურობით, შესაძლებლობებითა და უნარებით. მან ასევე შეგქმნათ თქვენი შეზღუდვებით, რომლებიც, სავარაუდოდ, გართმევთ ხალისს და მონდომებას – გახდეთ ქალი ოცდამეთერთმეტე თავიდან.
მაგრამ იცით, რა?
ღმერთს არ უნდა, რომ თქვენ ის ქალი გახდეთ. მას სურს, რომ იყოთ თქვენი ქმრისთვის საუკეთესო ცოლი.
აი, ამის შესახებ არის მთელი ეს ოცდამეთერთმეტე თავი.
შესაძლოა, თქვენს ქმარს არ უნდა, რომ იყოთ „ბიზნესვუმენი“, მაგრამ ის საჭიროებს სუფთა და დალაგებულ სახლს, რადგან ხშირად უწევს კლიენტების სახლში მოყვანა.
განივითარეთ საშინაო საქმეების მართვისა და დიასახლისობის უნარები.
შესაძლოა, სოფელში ცხოვრობთ და ფერმა გაქვთ. ამ შემთხვევაში ბისონი (ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი ტანისამოსი) მართლაც მოუხერხებელი იქნება თქვენთვის, ამიტომ მშვიდად ატარეთ ჯინსი და კუბოკრული პერანგი.
ქალმა, იგავების წიგნის აღნიშნული თავიდან, იცის თავისი ოჯახის საჭიროებები და მოხერხებულად აკმაყოფილებს მათ მადლით, სიყვარულითა და თავგანწირვით.
ეს ის თვისებებია, რომლებიც ჩვენ ყველას შეგვიძლია, განვავითაროთ ჩვენში.
და ახლა, როდესაც მე უკეთ გავიგე ეს თავი, ქალი ოცდამეთერთმეტე თავიდან და მე შევხმატკბილდით ერთმანეთთან.
დიახ, მე მინდა ვიყო მასავით. მინდა, ვემსახურო ჩემს ოჯახს მადლიანად, მოხერხებულად, სიყვარულითა და თავგანწირვით.