ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

და მე ვიცი, ცოცხალია ჩემი მხსნელი

by ნინო ხუროშვილი 22 სექტემბერი, 2021
22 სექტემბერი, 2021 705 ნახვა

და მე ვიცი, ცოცხალია ჩემი მხსნელი…

იობი 19:25

იობის ნუგეშის არსი ერთ პატარა სიტყვაშია: „ჩემი“, „ჩემი მხსნელი“ და იმაში, რომ მხსნელი ცოცხალია. ო, ჩაეჭიდეთ ცოცხალ ქრისტეს! მასში უნდა ვპოვოთ ჩვენი წილი მანამ, სანამ გავიხარებდეთ მისით.

რა არის საბადოში არსებული ოქრო ჩემთვის? ხალხი მათხოვრობს პერუში და შიმშილობს კალიფორნიაში. მხოლოდ იმ ოქროს, რომელიც ჩემს საფულეშია, შეუძლია ჩემს საჭიროებათა დაკმაყოფილება, რადგან შემიძლია პურის შეძენა, ასევეა მხსნელიც. მხსნელი, რომელიც არ მიხსნის, შურისმაძიებელი, რომელიც არასოდეს მომკითხავს სისხლს, რა სარგებელი მაქვს მათგან? ნუ დაწყნარდებით მანამ, სანამ რწმენით არ იტყვით: „დიახ, მე ვენდობი ცოცხალ ღმერთს და ის ჩემია.“

შესაძლოა, სუსტად ხართ უფალზე ჩაჭიდებული და თავდაჯერებულობად მიიჩნევთ ამის თქმას: „და მე ვიცი, ცოცხალია ჩემი მხსნელი…“ და მაინც, გახსოვდეთ, რომ თუ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა გაქვთ, ამგვარი მცირე რწმენა გაძლევთ ამის თქმის უფლებას.

არის სხვა სიტყვაც, რომელიც იობის სრულ დარწმუნებაზე მიგვითითებს: „ვიცი“. თქმა იმისა: „მე იმედი მაქვს, მე მწამს“ – მოსახერხებელია და იესოს სამწყსოში ათასობით არიან ისინი, ვინც ამაზე ოდნავ შორს მიდის. ნუგეშის არსის ჩასაწვდომად უნდა თქვა: „ვიცი“. „თუ“, „მაგრამ“ ან „შესაძლოა“ – ნუგეშისა და სიმშვიდის მკვლელები არიან.

ეჭვი საშინელი რამაა ტანჯვის დროს. ისინი ნესტარივით ჩხვლეტენ სულს! მე თუ რაიმე ეჭვი მაინც მაქვს იმისა, რომ ქრისტე ჩემი არ არის, მაშ, ჩემთვის რჩება მხოლოდ ძმარი, შერეული სიკვდილის ნაღველთან, მაგრამ თუ ვიცი, რომ იესო ცოცხლობს ჩემთვის, მაშ, სიბნელე აღარ არის სიბნელე და ღამეც კი სინათლეა ჩემ გარშემო.

ჭეშმარიტად, ქრისტეს მოსვლამდე და ამაღლებამდე საუკუნეებით ადრე იობს შეეძლო ეთქვა: „ვიცი“, შესაბამისად, ჩვენც არ უნდა ვამბობდეთ ამას ნაკლები დარწმუნებით, ოღონდ, ეს დარწმუნება ნუ იქნება თავდაჯერებულობა. თვალი მივადევნოთ, რომ ჩვენი დამოწმება იყოს ერთგული, რათა საფუძველს მოკლებულ იმედზე არ ვაშენებდეთ და შემდეგ არ ვკმაყოფილდებოდეთ მხოლოდ საფუძვლით, რადგან მხოლოდ ზემო ოთახებიდან იშლება ჩვენ წინაშე ყველაზე ფართო ხედი. ცოცხალი მხსნელი, რომელიც ნამდვილად ჩემია, ეს გამოუთქმელი სიხარულია.

ავტორი: ჩარლზ სპერჯენი


ამავე კატეგორიის

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

8 ივლისი, 2025

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები