ქრისტიანები ფიქრობენ, რომ ეშმაკი ღიად შეუტევს მათ და მისი ქმედებები ყოველთვის თვალსაჩინო იქნება, მაგრამ ასე არ არის. ხშირად ის თავის მიზნებს ჩვენზე თვითშეცოდების მეშვეობით აღწევს. თვითშეცოდება კი თავის მხრივ მძიმე, უარყოფითი მოვლენებით სავსე წარსულით იკვებება.
ჩემი რჩევაა – ნუ იქნება თქვენი ყურადღება გამუდმებით იმაზე მიპყრობილი, რაც წარსულში მოხდა. ჩვენ მომავალი უნდა ვაშენოთ. როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ვივიწყებ წარსულს, რაც ჩემ უკანაა და ვილტვი მომავლისკენ.“ ნუ გახდებით თვითშეცოდების მსხვერპლი. გახსოვდეთ, რომ იესო უკვე გახდა ჯვარზე სრულყოფილი მსხვერპლი ჩვენ გამო და მოგვცა გამარჯვებული სიცოცხლე.
თვითშეცოდებამ, შესაძლოა, ცოდვაში ჩაგაგდოთ. ხშირად ქმარი ან ცოლი ღალატის გზას სწორედ თვითშეცოდების გამო ადგება, როდესაც სხვასთან ჩივილს იწყებს და სხვაგან ეძებს კომფორტს, რადგან ფიქრობს, რომ იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე აქვს. შესაძლოა, თვითშეცოდებამ ადამიანი ალკოჰოლიკადაც აქციოს, რადგან თვითშეცოდება იწვევს დეპრესიას. ასეთი ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მასზე ნათქვამს, ყურადღებას ამახვილებს, თუ რამდენად უსამართლოა გარემო მის მიმართ, ასეთ დროს კი ეშმაკი თვითშეცოდებას გვთავაზობს, რომელიც ერთგვარად გულის მოოხების საშუალებას გვაძლევს და შვებად გვეჩვენება. გახსოვდეთ, თვითშეცოდება საკუთარი თავის დაკნინების გზაა, გამარჯვებასა და უკეთეს მომავალზე უარის თქმა. არ აქვს მნიშვნელობა, რა გითხრეს გუშინ, მთავარია, რა მომავალი გელით ხვალ.
იცნობდეთ თვითშეცოდების 11 ნეგატიურ შედეგს ჩვენს ცხოვრებაში:
- თვითშეცოდება ცრემლებს იწვევს და უარყოფითად მოქმედებს ჩვენს განწყობასა და ხასიათზე.
- თვითშეცოდება დეპრესიაში გვაგდებს.
- თვითშეცოდება გვაგდებს ცოდვაში.
- თვითშეცოდება იწვევს პასიურობას, გვიქრება რაღაცის კეთების სურვილი.
- თვითშეცოდება ხელს უშლის ადამიანს, გახდეს მსახური. როგორც სკოლის მოსწავლეს სურს – ავად გახდეს, რომ სკოლაში არ წავიდეს და ოჯახის ყველა წევრი ემსახუროს მას, ისე თვითშეცოდებით დაავადებული ადამიანი ხდება ეგოისტი. მას სურს, რომ ყველა მას ემსახუროს, მაგრამ თავად არავის ემსახურება.
- თვითშეცოდება ადამიანს აშორებს თავის მოწოდებასა და მსახურებას. ის ფიქრობს, რომ ვერავინ ხედავს და აფასებს მის საქმიანობას და ამიტომ აზრიც არ აქვს გაგრძელებას.
- თვითშეცოდება ხდება ადამიანის გონებისა და სხეულის შეძახილი, რომელიც მის შინაგან ტანჯვას იწვევს.
- თვითშეცოდება ხელს უშლის ადამიანის ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ განკურნებას.
- თვითშეცოდება ადამიანს მეგობრებს და ახლობლებს ართმევს.
- თვითშეცოდება ღმერთს გვაშორებს.
- თვითშეცოდებას გამუდმებული დაღლილობა მოაქვს.
ავტორი: არტურ სიმონიანი