ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

კლაივ ლუისი – „ღმერთის შემეცნების შესახებ“

by ნატალია ჩიქოვანი 21 აპრილი, 2021
21 აპრილი, 2021 336 ნახვა

დავუშვათ, გინდათ შეიცნოთ ადამიანი. თუ მას ეს არ სურს, თქვენ ამას ვერასოდეს მოახერხებთ. თქვენ უნდა მოიპოვოთ მისი ნდობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატივა ორივე მხარეს თანაბრად ეკუთვნის; სამეგობროდ ორივე მხარეა საჭირო.

რაც შეეხება ღმერთის შემეცნებას, ინიციატივა მისი მხრიდან მოდის. თუ თავად არ გეჩვენათ, თქვენ ვერ იპოვით. და მართლაც, ის ზოგიერთ ადამიანს მეტად უმჟღავნებს თავს; არა იმიტომ, რომ ფავორიტები ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია იხილოს იმ ადამიანმა, რომლის გონება და ხასიათი გაუკუღმართებულია. მზის შუქიც ხომ ასეა; თუმც არ ჰყავს ფავორიტები, მაგრამ სუფთა სარკეში უკეთესად აირეკლება, ვიდრე დამტვერილში.

ეს შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას. თუ სხვა მეცნიერებებში შენგან განსხვავებული იარაღებით (მიკროსკოპი იქნება თუ ტელესკოპი) სარგებლობ, ღმერთის დასანახად მხოლოდ საკუთარი თავი გჭირდება. თუ ადამიანის „მე“ არ იქნა სუფთა და კრიალა, მასში ასახული ღმერთის ხატიც ისეთი ბუნდოვანი იქნება, როგორიც, ვთქვათ, მთვარე ჭუჭყიან ტელესკოპში. ამიტომაც საშინელ ხალხებს საშინელი რელიგიები აქვთ: ისინი ღმერთს ჭუჭყიანი ლინზებით ჭვრეტენ.

ღმერთს შეუძლია თავისი ნამდვილი სახე მხოლოდ ნამდვილ ადამიანებს აჩვენოს. ეს არ ნიშნავს უბრალოდ ინდივიდუალურად კარგ ადამიანებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ სხეულად არიან გაერთიანებულნი, უყვართ ერთმანეთი, შეეწევიან ერთმანეთს, ერთმანეთს ღმერთს განაჭვრეტინებენ. ღმერთს მხედველობაში ასეთი ადამიანები ჰყავდა – მსგავსი ორკესტრში გაერთიანებული მუსიკოსებისა ან ერთი სხეულის ნაწილებისა.

მაშასადამე, ერთადერთი ადეკვატური იარაღი ღმერთის შესამეცნებლად არის მის მოლოდინში მყოფი მთელი ქრისტიანული მრევლი. ქრისტიანული ძმობა, ასე რომ ვთქვათ, არის მეცნიერების ტექნიკური აღჭურვილობა – ლაბორატორიული მოწყობილობა. ამიტომაც მავანნი და მავანნი, წარამარა რომ გამოჩნდებიან ხოლმე საკუთარი მარტივი რელიგიებით, ნამდვილად წყალს ნაყავენ. ისინი იმ კაცს ჰგვანან, ძველი საველე ჭოგრიტით რომ შეიარაღებულა და ჭეშმარიტ ასტრონომებს ჭკუას ასწავლის. ის შეიძლება ნიჭიერიც იყოს, ნიჭიერებით შეიძლება პროფესიონალ ასტრონომსაც სჯობდეს, მაგრამ მას შანსი არა აქვს. ორიოდე წლის შემდეგ მას ყველა დაივიწყებს, ხოლო ჭეშმარიტი მეცნიერება თავისი გზით გააგრძელებს სვლას.

ქრისტიანობა ჩვენი მოგონილი რომ იყოს, თქმა არ უნდა, უფრო მარტივს მოვიგონებდით. მაგრამ ეს ასე არ არის. სიმარტივეში ვერ შევეჯიბრებით იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიებს იგონებენ. აბა, როგორ მოვახერხებდით? ჩვენ ხომ საქმე გვაქვს ფაქტთან. გაიოლება ყველას შეუძლია, ვისაც ფაქტები არ ანაღვლებს.

ავტორი: კლაივ ლუისი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები