ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

„მამა, შევცოდე“ (ლუკა 15:18)

by დაჩი პაპაშვილი 15 აპრილი, 2021
15 აპრილი, 2021 391 ნახვა

სავსებით ცხადია, რომ მათ, ვინც ქრისტემ განწმინდა თავისი ძვირფასი სისხლით, არ სჭირდებათ ცოდვების აღიარება მსაჯული ღმერთის წინაშე, დამნაშავეთა ან ბოროტმოქმედთა მსგავსად, რადგანაც ქრისტემ სამუდამოდ გააბათილა მათი ცოდვები სამართლებრივი თვალსაზრისით, რათა აღარ იდგნენ იქ, სადაც მსჯავრდადებულნი იქნებიან, არამედ ისინი ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ მიიღო თავის საყვარელ ძეში, მაგრამ ახლა, როცა ისინი უკვე შვილები გახდნენ და სცოდავენ, როგორც შვილები, განა არ მართებთ ყოველდღე თავიანთი ზეციერი მამის წინაშე წარდგომა, რათა აღიარონ ცოდვები და გააცნობიერონ საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა?

ბუნება გვასწავლის, რომ დამნაშავე შვილის მოვალეობაა თავისი შეცდომის ხორციელ მამასთან აღიარება, ხოლო ღვთის მადლი ჩვენს გულში გვასწავლის, რომ ჩვენ, ქრისტიანებს, იგივე გვმართებს ჩვენი ზეციერი მამის წინაშე. ჩვენ ყოველდღე ვცოდავთ და არ უნდა მოვისვენოთ, თუ ყოველდღე არ მოვინანიებთ, ვინაიდან, თუ ჩემი მამის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს მაშინვე არ მივიტან მის წინაშე, რათა იესო ქრისტეს სისხლის ძალამ წარხოცოს ისინი, რა შედეგი მოჰყვება ამას?

პატიებას თუ არ ვითხოვ და არ განვიწმინდები ჩემი მამის წინაშე ჩადენილ ამ დანაშაულთაგან, ვიგრძნობ, როგორ გაიზრდება მანძილი ჩემსა და მას შორის. ეჭვი შემეპარება ჩემდამი მის სიყვარულში და გამიჩნდება შიში მის წინაშე ლოცვისა; დავემსგავსები უძღებ ძეს, რომელიც შვილი იყო, მაგრამ მაინც შორს იყო მამისაგან.

ასეთი დიდებული და მოსიყვარულე მშობლის მიმართ შემცოდე თუ მივალ ბავშვური ტკივილით და ვეტყვი ყველაფერს და მხოლოდ მაშინ მოვისვენებ, როცა მივხვდები, რომ ცოდვები მეპატია, მაშინ ვიგრძნობ მამისადმი ჩემს წმინდა სიყვარულს და განვაგრძობ ჩემს ქრისტიანულ სვლას და მექნება სიმშვიდე ღმერთში, ჩემი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

დიდი სხვაობაა: აღიარო ცოდვა, როგორც ბრალდებულმა და აღიარო ცოდვა, როგორც შვილმა. მოვინანიოთ მამის მკერდზე თავმიყრდნობილებმა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ განვიწმინდეთ, თუმცა ჩვენი ფერხნი კვლავ საჭიროებს განბანას, რადგან ყოველდღიურად დავდივართ გზაზე და გვესვრება ისინი.

ავტორი: ჩარლზ სპერჯენი

წყარო


ამავე კატეგორიის

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

8 ივლისი, 2025

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები