ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

რა იქნება, თუ…

by ნატალია ჩიქოვანი 27 იანვარი, 2021
27 იანვარი, 2021 602 ნახვა

აღმოვაჩინე, რომ სულ უფრო და უფრო მშიშარა ვხდები. ეს არ არის გულისშემკუმშველი, ყოვლისმომცველი შიში, არამედ ესაა რაღაც მუდმივად მტანჯველი, შემაწუხებელი გრძნობა, რომელიც მაშინ იჩენს თავს, როდესაც აწმყოს შემაშფოთებელ ტენდენციებს ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ არაფერი შეიცვლება; როდესაც მომავლის შესახებ ფიქრობ და კითხვას სვამ: „რა იქნება, თუ ყველაზე ცუდი რამ მოხდება ჩემს ცხოვრებაში?“

მთელი ცხოვრება გავატარე იმაზე ფიქრში: „რა იქნება, თუ…“  

ეს კითხვები წონასწორობას მაკარგვინებს, სიმშვიდეს მირღვევს და თავს დაუცველად მაგრძნობინებს. ბიბლიის გმირებსაც აწუხებდათ კითხვა: „რა იქნება, თუ“. ისრაელიანთა წინამძღოლობა რომ დაავალა მოსეს ღმერთმა, მოსემ იკითხა: „რა იქნება, თუ ისინი არ დამიჯერებენ?“ აბრაამის მსახურმა იკითხა ისააკის მომავალი ცოლის შესახებ: „რა იქნება, თუ ახალგაზრდა ქალი არ წამომყვება?“ იოსების ძმებმაც დასვეს იგივე შეკითხვა: „რა იქნება, თუ იოსებს წყენა აქვს გულში ჩადებული ჩვენ წინააღმდეგ?“ ყოველი მათგანი ფიქრობდა იმაზე, რა მოხდებოდა, თუ გარემოებები ისე არ წარიმართებოდა.

ჩვენც ასე ვართ. ყველანი ბევრი „რა იქნება, თუ“-ს წინაშე ვდგავართ. ზოგი საკითხი მცირეოდენი მნიშვნელობისაა მაშინ, როდესაც ზოგი საკითხის შედეგები მთლიანად ცვლის ცხოვრებას. რა იქნება, თუ ჩემი შვილი მოკვდება? რა იქნება, თუ სიმსივნე დამემართება? რა იქნება, თუ მეუღლე მიმატოვებს? უსიამოვნო სიმართლე ისაა, რომ შეიძლება ნებისმიერ რამ მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილთაგან. არავინ არის დაზღვეული ტკივილისა თუ ტრაგედიისგან. არავითარი გარანტია არ არსებობს იოლად ცხოვრებისათვის. არცერთი ჩვენგანისთვის. არასოდეს.

სწორედ ამ გამომაფხიზლებელი სინამდვილის შესახებ ვფიქრობდი ორიოდე თვის წინ. რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი სათხოვრითა და სურვილით მივდიოდი უფლის წინაშე. მინდოდა, ისინი ასრულებულიყო, მაგრამ შემდეგ წარმოუდგენელი შეკითხვა ამეკვიატა: რა იქნება, თუ ჩემი ყველაზე სანუკვარი სურვილები არასოდეს ამისრულდება, ჩემი კოშმარები კი ცხადად იქცევა?  

საკმარისია ღმერთი?  

ბიბლიის შესწავლისას უეცრად გამახსენდა ის შეკითხვები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მაწუხებდა. „საკმარისია ღმერთი? ჩემი ყველა ღრმად დამარხული შიში რომ სინამდვილედ იქცეს, ღმერთი საკმარისი იქნება?“  

ყოველთვის, როდესაც ეს კითხვები ამომიტივტივდებოდა გონებაში, გონებიდან ვაგდებდი მათ, მაგრამ ამჯერად ვიცოდი, რომ მომიწევდა მათთან პირისპირ დადგომა.

ვფიქრობდი: ჯანმრთელობა რომ გამიუარესდეს და საავადმყოფოში მოვხვდე, საკმარისი იქნება ღმერთი? ჩემი შვილები რომ ამბოხდნენ და უფლის გზაზე არასოდეს აღარ იარონ, საკმარისი იქნება ღმერთი? მეორედ თუ ვეღარასოდეს შევქმნი ოჯახს და ვეღარასოდეს ვიგრძნობ მამაკაცის სიყვარულს, საკმარისი იქნება ღმერთი? ჩემი მსახურება თუ წარმატებული არ იქნება და ვერასოდეს ვნახავ მის ნაყოფს, საკმარისი იქნება ღმერთი? ჩემი ტანჯვა თუ გაგრძელდება და ამ ტანჯვის მიზანს ვერასოდეს მივხვდები, საკმარისი იქნება ღმერთი?

ნეტავ შემძლებოდა, ავტომატური პასუხი გამეცა ამ კითხვებზე და მეთქვა: „დიახ, რა თქმა უნდა, ღმერთი საკმარისი იქნება“. მაგრამ შინაგან წინააღმდეგობას ვგრძნობდი. ვიბრძოდი. არ მინდოდა, ხელი ამეღო ჩემს ოცნებებზე; უარი მეთქვა იმ რაღაცებზე, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო; დამეთმო ის, რაზეც, ჩემი აზრით, უფლება მქონდა.

ვფიქრობდი ღმერთთან დადებული ჩემი ცალმხრივი, დაუწერელი ხელშეკრულების შესახებ, სადაც პირობას ვდებდი, რომ ჩემს მოვალეობას იმ შემთხვევაში შევასრულებდი, თუკი ის სურვილებს ამისრულებდა. იძულებული გავხდი, უხალისოდ მეღიარებინა, რომ ღმერთის მიმართ ერთგულების ნაწილი გამომდინარეობდა საზღაურის მოლოდინისაგან. განა ღმერთს ჩემი ვალი არ ჰქონდა?  

ასევე უხალისოდ გავშალე ხელები, რომლებშიც ჩემი ოცნებები მქონდა ჩახუტებული და ისინი ღმერთს გადავეცი. არ მინდოდა ღმერთი მყვარებოდა იმის გამო, რის გაკეთებაც მას შეეძლო ჩემთვის. მინდოდა, ღმერთი მყვარებოდა იმისათვის, თუ ვინც არის იგი. თაყვანი მეცა მისთვის, რადგან ის ღირსია თაყვანისცემის.

ღმერთის თანდასწრება ხელშესახებად ვიგრძენი, როდესაც ჩემი ყველა მოლოდინი დავთმე. მან შემახსენა, რომ მე მაქვს ის, რაც გაცილებით უკეთესია, ვიდრე მტკიცება იმისა, რომ ჩემი ყველა საშინელი „რა იქნება, თუ“ არ ასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ყველაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ღმერთი ჩემ გვერდით იქნება. ის მატარებს, ის მანუგეშებს, ის იზრუნებს ჩემზე.

ღმერთი არ გვპირდება გასაჭირისგან თავისუფალ ცხოვრებას. სამაგიეროდ, ის გვპირდება, რომ ჩვენ გვერდით იქნება მწუხარების ჟამს.

თუნდაც…

ბიბლიაში შედრაქს, მეშაქსა და ყაბედნეგოს არ ჰქონდათ გადარჩენის გარანტია. მათ წარმოუდგენლად გაბედული სიტყვა წარმოთქვეს მანამ, სანამ ნაბუქოდონოსორი ცეცხლში ჩაყრიდა მათ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ნათქვამი, რაც კი ოდესმე თქმულა.

თუ ასე იქნება, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! თუ არა და, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე.

დანიელი 3:17–18

თუნდაც…

თუნდაც ყველაზე ცუდი მოხდეს, ღვთის მადლი საკმარისი იქნება. ეს ახალგაზრდა მამაკაცები ცეცხლის წინაშე უშიშრად იდგნენ, რადგან იცოდნენ, რომ მიუხედავად შედეგისა, ეს მათდა სასიკეთოდ და ღვთის სადიდებლად იქნებოდა. მათ არ დაუსვამთ კითხვა: „რა იქნება, თუ ყველაზე ცუდი მოხდება?“ მათთვის საკმარისი იყო ცოდნა იმისა, რომ „თუნდაც“ ყველაზე ცუდი მომხდარიყო, ღმერთი მათზე იზრუნებდა.  

თუნდაც…  

ამ უბრალო ფრაზამ გააძევა შიში ჩემი ცხოვრებიდან. „რა მოხდება, თუ“ ჩავანაცვლე სიტყვით „თუნდაც“. ამ ჩანაცვლებას თავისუფლება მოაქვს. გაურკვეველი მომავლის მიმართ ჩვენს ყოველგვარ ირაციონალურ შიშს ვცვლით უცვლელი ღმერთის მოსიყვარულე დარწმუნებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ თუნდაც ყველაზე ცუდი მოხდეს, ღმერთი ჩვენთან იქნება და ის გვატარებს. ის ისეთივე კეთილი იქნება და არასოდეს მიგვატოვებს.

აბაკუმი შესანიშნავად წარმოგვისახავს ამას. მიუხედავად იმისა, რომ ის ევედრებოდა უფალს თავისი ერის ხსნას, წიგნს ამთავრებს გასაოცარი სიტყვებით:   

თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი, მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას.

აბაკუმი 3:17-18

წყარო: www.desiringgod.org


ამავე კატეგორიის

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

8 ივლისი, 2025

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    ნუგეშისცემა ცხოვრებისეული დანაკარგის ჟამს

    26 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები