ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

უფალი ჩვენი ზეციერი მამაა

by ნატალია ჩიქოვანი 19 ივლისი, 2021
19 ივლისი, 2021 938 ნახვა

„თუ გსურთ იცოდეთ, რამდენად კარგად ესმის ადამიანს ქრისტიანობა, ჰკითხეთ, ფიქრობს თუ არა, რომ ის ღვთის შვილია და ღმერთი მისი მამაა. თუ მისი თაყვანისცემა, ლოცვა და მთელი მსოფლმხედველობა არ არის გაჟღენთილი ამ აზრით, ეს ნიშნავს, რომ მას კარგად არ ესმის ქრისტიანობა… ‘მამა’ არის ღმერთის ქრისტიანული სახელი”.

რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: ‘აბბა, მამაო!’

გალატელთა 4:6

✍️ ჯეიმს პეკერი (ავტორი წიგნისა „შეიცანით ღმერთი“)

როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს შემოქმედსა და გამომსყიდველზე, სტანდარტულად ვიყენებთ ორ ტიტულს: “ღმერთი” და “უფალი”. რა თქმა უნდა, უფლის ასე მოხსენიება სულაც არ არის შეცდომა, მაგრამ ჩვენი ხშირი აღიარება მოქმედებს ჩვენს დამოკიდებულებაზე და ტიტულით მიმართვა ხშირად ძალაუნებურ გაუცხოებას იწვევს, გარკვეულ დისტანციას. ჩვენ, ქრისტიანები, ხშირად ვუსვამთ ხაზს პირად საუბრებში, რომ ღვთის მსახურები ვართ, თუმცა უმნიშვნელოვანესია, ყოველთვის ცხადად გვახსოვდეს აქსიომა, რომ, უპირველესად, ჩვენ ღვთის შვილები ვართ ქრისტე იესოს რწმენით.

ეს არ გულისხმობს ფამილიარულ დამოკიდებულებას ღმერთთან, არც მოწიწების და მისადმი მოშიშების გარეშე მასთან მიახლებას, არამედ ცოდნას, გააზრებას, რომ ის მოწყალე მამაა. სწორედ ამის ცოდნა და არა ჩვენი შეუცდომლობა გვაძლევს გაბედულებას – მივეახლოთ მადლის ტახტს; ეს გვაძლევს ძალას, რომ თვალებში თამამად ჩავხედოთ ჩვენს არასრულყოფილებას. როგორც პატარა ბავშვები არიან მამაზე მინდობილნი, რომელთაც იციან, რომ მათზე კი არა, მამაზე დევს ცხოვრების ტვირთი, სწორედ ასე უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი ჩვენს ზეციერ მამაზე, ბოლომდე ვენდობოდეთ მას.

მიმართეთ ღმერთს ლოცვისას: „მამა“, რადგან თავად იესო ასწავლიდა ლოცვას მოწაფეებს: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა…“ ყოველდღიურ რუტინაში არ დავივიწყოთ, რომ უფალი ჩვენი ზეციერი მამაა, მამებს კი შვილებთან სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე ბატონებს თავიანთ მსახურებთან.

ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ; და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ ვართ.

1-ელი კორ. 8:6

უფლის სული თავისი განუსაზღვრელი სიყვარულის ძალით გვიბიძგებს, რომ როგორც ბავშვებმა, თამამად შევძახოთ: “აბბა, მამაო!” (მამიკო), ამით ის გვანიშნებს, რომ არ არის მიუწვდომელი ღვთაება, არამედ ის, ვინც ჩვენში გადაწყვიტა დამკვიდრება, ვინც ჩვენში ცხოვრობს და გვაძლევს ძალას – ყოველდღიურად გავუმკლავდეთ სირთულეებს. დიდებულმა, უზენაესმა, ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, სამართლიანმა, მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთმა ისურვა, ჩვენი მამა ყოფილიყო და რა უნდა იყოს ამაზე ამაღელვებელი ამ ქვეყანაზე? ამიტომ ხშირად უწოდეთ მას „მამა“!


ამავე კატეგორიის

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

8 ივლისი, 2025

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები