ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

შეიძლება თუ არა ბავშვების დასჯა?

by თამუნა ბაღდავაძე 8 თებერვალი, 2021
8 თებერვალი, 2021 917 ნახვა

წვრთნას ნუ დაუკავებ ყმაწვილს, წკეპლაც რომ მოსცხო, არ მოკვდება; წკეპლით სცემ მას და შავეთისგან იხსნი მის სულს.
იგავნი 23:13-14

როგორ უნდა დავსაჯოთ ბავშვი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აკრძალულია ბავშვის ნებისმიერი სახით დასჯა, როდესაც განრისხებული ხართ. არ გაქვთ უფლება იმისა, საკუთარი მრისხანება ბავშვზე გადმოანთხიოთ. ცუდი განწყობა, რისხვა უკვე არის იმის მანიშნებელი, რომ ბავშვს ხელი არ დააკაროთ, რაც არ უნდა ჰქონდეს დაშავებული.

მე, მაგალითად, მსგავს სიტუაციებში, შევდივარ ოთახში, ვწყნარდები და ვლოცულობ. ბავშვი უნდა დასაჯოთ არა მრისხანებისას, არამედ სიმშვიდისას, მას შემდეგ, რაც ყველაფერს გააანალიზებთ. უნდა გააგებინოთ მას, რომ იმიტომ სჯით, რომ ასე აღარ მოიქცეს, და არა იმიტომ, რომ თქვენი რისხვის ობიექტია…

მშობელმა უნდა იცოდეს, როდის იცინოს ბავშვის ზოგიერთ ცუღლუტობაზე, როდის უნდა დასაჯოს წკეპლით და როდის უნდა დაარიგოს ბავშვი. ხანდახან თავად მშობლები იწვევენ ბავშვების ცუდ ქცევებს. მაგალითად, მამა ამბობს: „მიდი, აბა, შეაგინე ამ ბიძიას.“ ბავშვიც უწმაწურ სიტყვებს ამბობს, მშობელი კი ამ დროს იცინის.

ბავშვი რომ გაიზრდება, მისთვის ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივი რამ იქნება, ასეთივე „ჩვეულებრივი“ გახდება შემდეგ მოწევაც და ლოთობაც. 18 წლის ასაკში კი ის სულაც ციხის გისოსებს მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს. შემდეგ მშობლებს უჩნდებათ კითხვები: „რატომ მოხდა ასე? რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით მისთვის, არაფერზე ვეუბნებოდით უარს.“ ადამიანებს არ ესმით, რომ საკვებითა და სამოსით ბავშვის უზრუნველყოფა არ ნიშნავს აღზრდას.

ერთხელ გავხდი მომსწრე ერთი შემთხვევისა, რომელმაც ძალიან გამაოცა. მამამ თავისი თვრამეტი წლის ქალიშვილს წყლის მიტანა სთხოვა. გზად გოგონას ცოტაოდენი წყალი იატაკზე დაეღვარა. „დებილო“, ‒ უთხრა მამამისმა და მსუბუქად წამოარტყა ხელი თავზე. მან ვერ გააცნობიერა, რომ ამით შვილის ღირსება შეურაცხყო. განა შეიძლება ასეთი მიმართვა ყმაწვილი გოგონასადმი? ბევრი მშობლისთვის ჩარტყმა ან ყვირილი ჩვეულებრივი საქმეა. არადა ბავშვი ისე უნდა იყოს აღზრდილი, რომ თქვენს ხმაში მცირეოდენმა ცვლილებამაც კი დააფიქროს, მიახვედროს, რომ რაღაც სწორად ვერ გააკეთა.

არიან ბავშვები, რომელთაც არ ახსოვთ, ოდესმე დაუსჯიათ თუ არა ისინი მშობლებს. მათ მშობლებთან საუბრისას კი იგებთ, რომ ისინი შვილებს სჯიდნენ პატარაობისას. იცით, რატომ არ ახსოვთ ბავშვებს? იმიტომ, რომ მშობლები მათ სათანადო დროსა და ასაკში სჯიდნენ წკეპლით. სამწუხაროდ, ასევე გვხვდებიან ისეთი ბავშვებიც, რომელთაც ფიზიკური დასჯის გარდა არაფერი ახსოვთ…

ნაწყვეტი წიგნიდან „ოჯახი“.

ამავე კატეგორიის

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

8 ივლისი, 2025

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    ნუგეშისცემა ცხოვრებისეული დანაკარგის ჟამს

    26 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები