ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

by ნინო ხუროშვილი 28 სექტემბერი, 2022
28 სექტემბერი, 2022 563 ნახვა

17 წლის გამოუცდელი და უცოდინარი მოსწავლე ვიყავი, როცა ერთ-ერთი პირველი ნამდვილი ფილოსოფიური „გამონათება“ მქონდა.

დოქტორი კრისი, ვინც ჰუმანიტარულ საგნებს მასწავლიდა სკოლაში, გვესაუბრა ფრიდრიხ ნიცშეს შეხედულების შესახებ. ნიცშეს სძულდა „ძროხები,“ ანუ ისინი, ვინც დაუფიქრებლად მიჰყვებიან ნახირს, ნაცვლად საკუთარი გზით სიარულისა. ნიცშეს სამყაროს გმირი ზეკაცი (Übermenschen) არის ის, ვინც დაუფარავად და კადნიერად ეურჩება ზნეობის მოთხოვნებს, ვისაც ჰყოფნის გაბედულება იმისა, რომ აკეთოს, რაც სურს.

თითქოს მეხი დამეცაო. მე რომ რადიკალური თვითგამოხატვის შესახებ ნიცშეს  მოწოდების ერთგული მიმდევარი გავმხდარიყავი, განა ამით მკვდარ გერმანულ დოგმებში ცხოვრებას არ დავიწყებდი და პატარა, დამჯერი ძროხასავით მორჩილად არ გავყვებოდი მის მოთხოვნებს ჩემს არსებობასთან დაკავშირებით? იმ დროს წარმოდგენაც არ მქონდა იმის შესახებ, რომ ეს პარადოქსული სიტუაცია იქნებოდა ჩვენს კულტურაში არსებული, ყველაზე მკვეთრად გამოხატულ შეუსაბამობათა განმარტება.

მოგიწევთ, ვიღაცას ემსახუროთ

სახარების შესახებ მეგობარს ვესაუბრე. მოდით, მას მაიკი ვუწოდოთ. მან მილტონის „დაკარგული სამოთხიდან“ ლუციფერის სიტყვებით მიპასუხა: „ჯოჯოხეთში მეფობა მიჯობს სამოთხეში მსახურებას!“ ჩანდა, რომ მაიკი, რომელმაც აშკარად ძალიან აღიქვა ნიცშე, მხოლოდ საკუთარი თავის მსახური იქნებოდა, სხვა არავისი.

წლების შემდეგ, როცა ბობ დილანის „გრემის“ გამარჯვებული სიმღერა “Gotta Serve Somebody” („ვინმეს უნდა ემსახურო“) მოვისმინე, მაიკის თვითმმართველობის კრედოსთან დაკავშირებული პრობლემა ნათელი გახდა. დილანი მღერის გავლენიან პოლიტიკოსებზე, მძიმეწონიან ჩემპიონებზე, როკ-ვარსკვლავებზე, მხედართმთავრებზე, ბიზნესის მაგნატებსა და სხვებზე. ისინი განასახიერებენ თავისუფლების შესახებ თანამედროვე წარმოდგენას იმით, რომ აქვთ ძალაუფლება და სიმდიდრე ნებისმიერი საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად.

თუმცაღა, ბობ დილანი, თავის კლასიკურ სტილში, აქარწყლებს სტატუს-კვოს და ყველას სკეპტიკოსებად გვაქცევს. ის ფარდას ხსნის მოჩვენებით დიდებულებას და ააშკარავებს თანამედროვე დასავლური აზროვნების სხვადასხვა შეუსაბამობას:

„მოგიწევს, ვინმეს ემსახურო,

ეს შეიძლება ეშმაკი იყოს, ანდა უფალი,

მაგრამ მოგიწევს, ვინმეს ემსახურო.“

სხვა სიტყვებით, სულთნებიც კი შეიძლება მონები იყვნენ. ჩვენ, შესაძლოა, ვფიქრობდეთ, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები თავად ვართ, როცა, სინამდვილეში, ჩვენდა უნებურად ბნელეთის სამეფოს ვემსახურებით.

სცადეთ და ამ კუთხით შეხედეთ დილანის აღქმას. მთელი მსოფლიო სუპერმარკეტს ჰგავს. შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კბილის პასტა, საპონი, ფორთოხლის წვენი, შოკოლადი – თქვენთვის სასურველი ზომის, წონის, შეფუთვის პროდუქტები. ფართო არჩევანი გვეძლევა, რათა საკუთარი გემოვნებისამებრ ავირჩიოთ ის, რაც გვსურს. იგივე შეიძლება ითქვას იმაზეც, თუ როგორ „ვარჩევთ“ ცხოვრების აზრს.

დღესაც იმ „საბედისწერო ცრურწმენას“ ვეჯახებით, რის შესახებაც კ. ს. ლუისი წერდა 1940-იან წლებში, თითქოს „ადამიანებს თავად შეეძლოთ ფასეულობათა შექმნა, საზოგადოებას შეეძლოს ‘იდეოლოგიის’ არჩევა ისე, როგორც ადამიანები ირჩევენ ტანსაცმელს.“

პროდუქტები მავნე ინგრედიენტებსაც შეიცავს, რომლებსაც ვერ ვხედავთ: ასპარტამს, ნატრიუმის გლუტამატს, ნიტრატებს (და ეს მხოლოდ რამდენიმეა სხვა უამრავი მავნე ნივთიერებიდან). ასევეა სხვადასხვა მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესის შემთხვევაშიც. ისინი შეიცავენ ინგრედიენტებს, რომლებიც ისეა ჩაქსოვილი მსოფლმხედველობათა სისტემებში, რომ ცოტას თუ შეუძლია მათი შემჩნევა. დილანის შეხედულებით, ნებისმიერი მსოფლმხედველობა, რომლის არჩევაც შეიძლება გსურდეთ, შეიცავს ერთ ინგრედიენტს, რომლის შესახებ წარწერასაც შეფუთვაზე იშვიათად ნახავთ და ეს არის: „მსახურება.“

არცერთი მსოფლმხედველობა, ბაზარზე არსებულთაგან, არ გვთავაზობს აბსოლუტურ, შეუზღუდავ თავისუფლებას, სადაც არაფრიდან შეძლებთ საკუთარი იდენტობის შექმნას  და სადაც არავისი მონა-მორჩილი არ იქნებით, გარდა საკუთარი თავისა. დაპირება ავტონომიის შესახებ ილუზორულია.

გაიცანით თქვენი ბატონები

მოდით, გავიცნოთ ის ბატონები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ არავის ემორჩილებოდნენ. თუ მჯერა, რომ კარგი გული მაქვს, რომელიც სანდო წინამძღოლია ცხოვრების გზაზე, მაშ, მე, ჩემდა გაუცნობიერებლად, ვეთანხმები პელაგიუსის, ჟან-ჟაკ რუსოს, ჟან ანტუან კონდორსეს, ჯოელ ოსტინის და სხვათა მსგავს ადამიანებს.

რელიგიის უარყოფა არ მაქცევს ამბოხებულად. ამით მხოლოდ ის იცვლება, რომ ახლა საკმეველს ლორდ ბაირონს, ჟან ნიკოლა რემბოს, ვოლტერს და მისთანებს ვუკმევ.

თუ მტკიცედ მჯერა იმის, რომ ფარდა უნდა ჩამოვხსნა ყველაფერს, რასაც ტაბუ ადევს და ჩემი სექსუალური სურვილები დაუფარავად გამოვამჟღავნო, მაშ, მე მხოლოდ ცხვარი ვარ, რომელსაც მწყემსავენ მარკიზ დე სადი, ვილჰელმ რაიხი, ალფრედ კინსი და მიშელ ფუკო.

თუ ვცდილობ, ჩემი სქესი საკუთარი გრძნობებისა და ნებისყოფის მეშვეობით განვსაზღვრო, ამით ჯუდით ბატლერისა და გენდერის სხვა თეორეტიკოსების დოქტრინებს ვაძლევ ჩემი რაობის განსაზღვრის უფლებას.

ჩვენ არ ვართ საკუთარი სულის კაპიტნები. ჩვენ უფრო მეტად ეკიპაჟის იმ წევრებს ვგავართ, ნიცშეს, სარტრის ან რუ პოლის გემებზე გემბანს რომ ხეხავენ.

ამას შეიძლება „პანკ-როკერების პარადოქსი“ ვუწოდოთ. აბა, დაესწარით პანკ-როკის კონცერტებს და დაინახავთ ბრბოს, რომელიც ისეთი „ნონკონფორმისტებისგან“ შედგება, რომ მათი შავი სამოსი, შეღებილი თმა და მეტალის აქსესუარები შეუძლებელს ხდის მათ გარჩევას ერთმანეთისაგან. „მე უნიკალური ვარ, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი!“

ნიცშე ცდებოდა. მცდელობა იმისა, რომ საკუთარი თავის განმსაზღვრელი სუპერმენები ვიყოთ, სინამდვილეში ყველას ძროხებად გვაქცევს. დილანი მართალი იყო. მოგიწევთ, ვიღაცას ემსახუროთ. ეს შეიძლება იყოს ეშმაკი, ანდა უფალი, მაგრამ ვიღაცის მსახური აუცილებლად იქნებით.

თავად აირჩიეთ.

თადეუს უილიამსი


ამავე კატეგორიის

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

ტიტუსის მიერ იერუსალიმის განადგურება ქრ. შობიდან 70 წელს

19 მაისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები