ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

რა არის მამონა?

by ნატალია ჩიქოვანი 18 თებერვალი, 2021
18 თებერვალი, 2021 2.5K ნახვა

არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

მათე 6:24

უფრო სწორი იქნებოდა, თუ შემდეგნაირად დავსვამდით კითხვას: „ვინ არის მამონა?“. ამ სტატიის მომზადებამდე მინდოდა მენახა, რას ამბობენ ამ „ქმნილების“ შესახებ მსოფლიო ქსელში. გარდა იმისა, რომ ვერაფერი სასარგებლო ვერ ვიპოვე, იმ ფაქტსაც წავაწყდი, რომ ხალხს აინტერესებს „რა არის მამონა“ და არა – „ვინ არის მამონა“. განსხვავება ნამდვილად არის, რადგან ეს არსება სავსებით რეალური პიროვნებაა.

ინტერნეტში არსებულ რუსულენოვან მასალებს შორის აბსურდული სტატიების გარდა ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაგენი, რამაც მიბიძგა იმისკენ, რომ მეტი ცნობები მომეძიებინა ამ თემის შესახებ.

მამონა (არამეულიდან „ქონება“), ბერძნულ ენაში არამეულიდან შესული ნასესხები სიტყვაა, რაც „სიმდიდრეს“ და „ფუფუნებას“ ნიშნავს (მათე 6:24; ლუკა 16:9,11,13). მამონა არის ის, რასაც ენდობი და ვისგანაც რაღაცას მოელი. ბერძნული და ძველი რომაული ვერსიით, მამონას ანალოგი გახლავთ „მერკური“, ვაჭრობის მფარველი ღმერთი.

ისტორია ქრისტიანობასთან ფულის, სიმდიდრისა და ფუფუნების დამოკიდებულების შესახებ მარტივი არ არის. ქრისტეს შობიდან ორი ათასი წლის განმავლობაში ეს ურთიერთდამოკიდებულებანი ისე ჩახლართა ზოგმა დიდად მონდომებულმა ადამიანმა, რომ „ეშმაკიც კი მოიტეხს ფეხს“. ერთი მხრივ, უამრავი კონფესიის წარმომადგენელი ლანძღავს მათ, ვინც ამ ფულს შოულობს, მეორეს მხრივ კი, იგივე ადამიანები ჩუმად, თითქოს, შეუმჩნევლად ხსნიან საკუთარ ჯიბეებს, იმის მოლოდინში, რომ სხვები იქ რაიმე ღირებულს ჩააგდებენ.

ნუთუ ამ უმსგავსობის ავტორი თავად ღვთის ძეა? საიდან დამკვიდრდა ჩვენს ცნობიერებაში სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ თუ მდიდარი ხარ, ესე იგი, ცოდვილი ხარ? ხოლო თუ გინდა წმიდა იყო, მათხოვრობისთვისაც უნდა იყო მზად. ჩემი ქრისტიანული ცხოვრებისა და ადამიანებთან ამ თემასთან დაკავშირებული ურთიერთობის გამოცდილება იმაზე მიუთითებს, რომ ხალხის უმრავლესობა მსგავს აზროვნებასაა მიჩვეული.

ამრიგად, ფული ბოროტებაა თუ სიკეთე? სიმდიდრე ცოდვაა, ხოლო სიღარიბე სიწმინდე? რატომ არის ყველაფერი ასე ჩახლართული? ვის აძლევს ეს ხელს? სადაა სიმართლე და როგორ შევცვალოთ ყველაფერი?

ერთი მხრივ, ბიბლიაში შემდეგი სიტყვებია დაწერილი:

ძალღონეს ნუ შეალევ სიმდიდრის შეძენას, შეეშვი ამაზე ფიქრს. მიაპყრობ თვალებს და აღარ არის; არწივივით ფრთებს შეისხამს და ცად აფრინდება.

იგავნი 23:4-5

იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: ‘რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა.’

მარკოზი 10:23

ერთი შეხედვით, კიდევ რა მტკიცებულებაა საჭირო, ყველაფერი ისედაც გასაგებია ტყის პატარა, ეკლიანი „მხეცუკასთვის“, მაგრამ, სავარაუდოდ, ამგვარი „სწავლების“ ავტორები და მომხრეები ფიქრობენ, რომ მათ სწორედ ეს პატარა „მხეცუკები“ დაუჭერენ მხარს; მისცემენ ამ „წმინდა“ იდეის წარმომადგენლებს მთელ თავიანთ ქონებას, რათა გადარჩნენ და გამოსასყიდიც მიუტანონ ღმერთს.

მაპატიეთ ჩემი სარკაზმი, ეს ჩემი სტილი არ არის, მაგრამ იმდენად ხშირად ვაწყდები მსგავს მანიპულაციებსა და დემონურ კონტროლს, რომ ყველას გასაგონად მინდა ვიყვირო: „ხალხო, გატყუებენ, გძარცვავენ!“

ოციოდე წლის წინ მთელი, ჩემი ტრადიციული გაგებით, მჯეროდა, რომ მორწმუნეები ღარიბები უნდა იყვნენ და როდესაც პირველად მოვისმინე, რომ სიმდიდრე შეიძლება ღმერთისგან იყოს, ყურს არ დავუჯერე. ყურს არც იესოს მოწაფეებმა დაუჯერეს, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, მათ იმის დაჯერება უჭირდათ, რომ ღმერთი სიმდიდრის წინააღმდეგი იყო. ჩემ მიერ დასახელებულ მუხლებს დამახინჯებულად თუ განვიხილავთ, გამოდის, რომ სიმდიდრისა და ღმერთის შეთავსება შეუძლებელია.

ვისთვის მოაქვს ამას სარგებელი? მამონასთვის. ზუსტად ეს „ქმნილებაა“ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ხალხი შიშითა და ყოყმანით ცხოვრობს. ზუსტად ეს კონკრეტული სულიერი პიროვნება დგას ტრადიციულ აზრს მიღმა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ სულიერი პიროვნება არ ნიშნავს იმას, რომ ის ღმერთს წარმოადგენს. მოდით, ვნახოთ, რა გაუკვირდათ იესოს მოწაფეებს.

იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: ‘რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა.’ მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: ‛შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში.’ იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში: ‛ვისღა შეუძლია გადარჩენა?’ შეხედა მათ იესომ და თქვა: ‛ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია’

მარკოზი 10:23-27

იესოს მოწაფეები თუ ღარიბები იყვნენ და მზად იყვნენ, რომ მთელი ცხოვრება სიღარიბეში ეცხოვრათ, მაშინ რატომ „შეძრწუნდნენ“ ასე? და საერთოდ, როგორ უნდა გავიგოთ იესოს პასუხი?

უთხრა: ‛იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული’.

ლუკა 12:15

აი, იესოს დამოკიდებულება სიმდიდრის მიმართ: სიმდიდრე თავისთავად ბოროტება არ არის, მაგრამ არც სიკეთეა. ეს იარაღია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი საკუთარ არსს ავლენს. დანა ერთი ადამიანის ხელში შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს, ხოლო მეორემ კი საკვების მოსამზადებლად გამოიყენოს იგი.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ და როგორ სარგებლობს მისით. იესო ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება იმაზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია თუ არა მას სიმდიდრე. ადამიანის ცხოვრება ფულთან მის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მაშინ, როცა ვინმე სიმდიდრეს ანიჭებს პრიორიტეტს და არა ღმერთს, რა დიდიც არ უნდა იყოს ეს სიმდიდრე, ადამიანი მაინც ვერასოდეს დაკმაყოფილდება. მაგალითად, ლოტის ცოლი. მის წინ გადარჩენა იყო, მაგრამ ის თავის საყრდენს, სიმდიდრეს, უყურებდა და რა დაემართა? მარილის სვეტად იქცა. მიზეზი? ის დამოკიდებული იყო თავის ქონებაზე და მამონას ემსახურებოდა.

დემონური სული, რომელსაც სახელად მამონა ჰქვია, პასუხისმგებელია იმაზე, რომ ადამიანი ააფორიაქოს და შეაშფოთოს მის ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით. შფოთვა მამონას უკავშირდება. ეს მისთვის დამახასიათებელი სიმპტომია. სიტყვა, რომელიც მამონას კარგად განმარტავს, გახლავთ ბერძნული სიტყვა „მერიმა“, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ტანჯვა შფოთის გამო“. მამონა არის შიშისა და შფოთის სული. თქვენ თუ ეს სიმპტომები გტანჯავთ, ესე იგი, მამონას თავდასხმის ობიექტი ხართ.

აზრი არ აქვს შფოთვას. ის მხოლოდ გაზიანებთ და სრულიად უსარგებლოა. შფოთვა გავლენას ვერ მოახდენს წარსულზე, რადგან ის უკვე წარსულია. შფოთვა გვაბრმავებს და საღი აზროვნების უნარს გვართმევს. ეს ურწმუნოებაა.

შფოთვა ცოდვაა, რომელიც ადამიანს მონად აქცევს, ართმევს საღი აზროვნებისა და გონივრულად ქცევის უნარს. გვაცლის ძალას, რომ უფალს ნაყოფიერად უნდა ვემსახუროთ და გვწამდეს მისი. სწორედ ამიტომ, უკვე მრავალი საუკუნეა ისმის უფლის გამაფრთილებელი ხმა: „ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.“


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები