არსებობს უამრავი ბიბლიური მუხლი, რომელიც რწმენაზე საუბრობს, მაგრამ რა არის რწმენა? „ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.“ – წერს ებრაელთა წერილის ავტორი. რამდენიმე მუხლის შემდეგ სიტყვა „რწმენა“ ასევე აიხსნება, როგორც ცოდნა იმ ფაქტისა, რომ ღმერთი არსებობს, და რომ ის, ვინც ღმერთს ეძებს, დაჯილდოვდება.
რწმენა – ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ იმ ფაქტის აღიარება, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის. ქრისტეს რწმენა ასევე ნიშნავს მისი დაპირებების რწმენას. ეს არის გააზრება იმისა, რომ გარემოებების მიუხედავად, ღმერთი მოქმედებს ჩვენდა სასიკეთოდ.
უპირველესად, ქრისტეს რწმენა ნიშნავს, ირწმუნო, რომ ის არსებობს. შემდეგ, რწმენა იმისა, რომ შეიძლება მასზე დაიმედება; თქვენ შეგიძლიათ, გჯეროდეთ მისი სიტყვების და ენდობოდეთ მას.
გთავაზობთ 30 მუხლს ბიბლიიდან რწმენის შესახებ:
შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ შენს მაძიებელს, უფალო.
ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ.
შეჩერდით და შეიცანით, რომ მე ვარ ღმერთი.
განა ნაბრძანები არა მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ!
მე კი შენი წყალობის იმედი მაქვს, შენმიერი ხსნით იხარებს ჩემი გული.
ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი – ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელით დავიკვეხნით.
საშიშროების დღეს შენ მოგენდობი.
მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს.
ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.
და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
პასუხად უთხრა მათ იესომ: „გქონდეთ ღმერთის რწმენა! ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, გულში კი არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, ექნება მას.“
მან კი უთხრა: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და გამოჯანსაღებული ხარ შენი წყლულისგან.“
მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“
მაშინ მიუგო იესომ პასუხად: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს.“ და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.
და არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნოებით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.
მიუგო მათ იესომ პასუხად: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ იმას გააკეთებთ, რაც ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, აღსრულდება!“
მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და იესოს რწმენამ დააყენა იგი ფეხზე ყველა თქვენგანის თვალწინ.
იესომ უთხრა: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.“ მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე.
მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა. მშვიდობით წადი.“
ვინაიდან მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით.“
უთხრა: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა!“
უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელ მსოფლიოში ეუწყება.
ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენ განსამტკიცებლად, რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.
იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი.
რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით.
მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისთვის.
ფესვგადგმულებმა და მასში აღშენებულებმა, როგორც გისწავლიათ, რწმენით გულდაჯერებულებმა და გარდამეტებული მადლიერებით.
კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.