ენდრიუ ფულერი (1754-1815) იყო ბაპტისტი თეოლოგი, მქადაგებელი და მისიონერობის ხელის შემწყობი. ის გახლდათ ბაპტისტური მისიონერული საზოგადოების (Baptist Missionary Society) დამაარსებელი (1792), მისი პირველი მდივანი და მის ინტერესთა დაუღალავი დამცველი. სწორედ ამ საზოგადოების მიერ გაიგზავნა ინდოეთში პირველი ორი მისიონერი: უილიამ კერი და ჯონ ტომასი (1793).
ენდრიუ ფულერი რამდენიმე წიგნის და უამრავი ქადაგებისა თუ თხზულების ავტორია.
ჭეშმარიტი მონანიება არა მხოლოდ ბოროტებისათვის თავის არიდებას გვასწავლის, არამედ იმასაც, რომ გვძულდეს ნებისმიერი გზა, რომელსაც ბოროტებისკენ მივყავართ.
მანამ, სანამ მოუნანიებელი ცოდვა სინდისზე გვაწევს, არ გვაქვს ბიბლიური საფუძველი იმისა, რომ საკუთარ თავს ქრისტიანები ვუწოდოთ.
იმ შემთხვევაში, თუ ცოდვას გულწრფელი სინანულით მოვინანიებთ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ჩვენი ცოდვა უპატიებელი როდია და რომ შეგვიძლია, ჯვარზე დაღვრილი სისხლის მეშვეობით მივიღოთ მადლი.
ცოდვას განმტკიცება ახასიათებს და რაც უფრო ღრმად შევდივართ მასში, მით უფრო მეტად რთული ხდება მისი ჯაჭვისაგან თავის დაღწევა.
ადამიანის გულში დაფარული ღვთის სიტყვა არა მხოლოდ იცავს მას ცოდვისაგან, არამედ აღადგენს კიდეც მას შეცოდების შემდეგ.
რომელიმე შეცოდებაში ჩავარდნის შემდეგ თუკი მეგობრები გვამხელენ, ნაცვლად იმისა, რომ მწუხარებით მოვინანიოთ ეს ცოდვა, ვიწყებთ მის დაცვას ან შერბილებას. ეს კი უდავო დასტურია იმისა, რომ ჩვენ ამ ცოდვის ძალაუფლების ქვეშ ვართ.
მაშინ, როდესაც ჩვენ რომელიმე ცოდვას ჩავდივართ, ეს ცოდვა სხვა სახელს ირქმევს, რის გამოც ადვილად ვურიგდებით მას და მზად ვართ, რომ გავამართლოთ კიდეც იგი.
ღმერთის ეკლესიის ყველა დიდებულ წამოწყებას თან ახლავს სირთულენი და ძლიერი წინააღმდეგობა.